რჩევები

დარიჩინის დიეტა

№43

ავტორი: ანი რევია 12:00

დიეტა
დაკოპირებულია

დარიჩინი მხოლოდ არომატული საკაზმი როდი გახლავთ, ის წონის კლების საკმაოდ ეფექტური საშუალებაცაა, რაც ბევრმა არ იცის. დარიჩინი აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან და რაც მთავარია, აქრობს შიმშილის გრძნობას, რაც წონის მარტივად დაკლებაში გეხმარებათ.

* დარიჩინი თაფლით – 1 ჩაის კოვზ დარიჩინს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ. როცა გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს არომატული სასმელი უმჯობესია, მოამზადოთ საღამოს. მიირთვით დილით, გამოღვიძებისთანავე და დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. დამატებითი ეფექტურობისთვის შეგიძლიათ, დაამატოთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

* დარიჩინი თაფლითა და ჯანჯაფილით – ჯანჯაფილი, დარიჩინის მსგავსად, აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზმს წონის კლებაში. ჯანჯაფილის, იგივე კოჭას, ფესვი, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან. აიღეთ 1 ჩაის კოვზი დაჭრილი კოჭა და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი, დაასხით მდუღარე წყალი. რომ გაგრილდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დატოვეთ მთელი ღამით და მიირთვით დილით, საუზმის წინ და სადილამდე ერთი საათით ადრე.

* დარიჩინი კეფირით – 1 ჩაის კოვზ დარიჩინსა და 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ ნახევარი ლიტრი კეფირი და ღამის საკვები ამით ჩაანაცვლეთ. შედეგი არ დააყოვნებს და სულ მალე თავად მიხვდებით, რამდენად უწყობს ხელს წონის კლებას და აჯანსაღებს ორგანიზმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი