რჩევები

რა როლი აკისრია ყოველდღიურ თავის მოვლაში ტონერსა და ლოსიონს

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 05.05, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სუსტი სქესის სახის მოვლის პროცედურებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ტონერსა და ლოსიონს.

ტონერი კანის მატონიზირებელი საშუალებაა და არა მაკიაჟის მოსაშორებელი. ეს ჯადოსნური სითხე მაკიაჟის შემდეგ დაბანილ კანს დაკარგულ PH ბალანსს უბრუნებს. ის კარგია სახის დასაბანად, რადგან ამზადებს კანს დატენიანებისთვის. მაკიაჟის მოსაშორებლად კი მიცერალური წყალი, რძე ან სხვა საშუალება გამოიყენეთ. ტონერით სახის ჩამობანის შემდეგ აუცილებელია დატენიანება – დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე წაისვით თქვენი სახის კანის შესაბამისი დამატენიანებელი საცხი.

როდესაც მძიმე ან თუნდაც მსუბუქი მაკიაჟის შემდეგ სახეს სპეციალური დასაბანი გელით იბანთ, სახიდან დარჩენილი ჭუჭყი მთლიანად ჩამოდის, კანი შრება და ელასტიკურობას კარგავს. ამ დროს ფორები კანის ელასტიკურობის გადასარჩენად მეტ ცხიმს გამოყოფს და თუ თქვენს კანს დაბანის შემდეგ მაშინვე დაიტენიანებთ, შესაძლოა, კომბინირებული კანის ტიპიდან მალევე ცხიმიანი კანის ტიპი მიიღოთ. ტონერი კი გამომშრალ კანს ატენიანებს, უბრუნებს ბალანსს და ამზადებს კანს დატენიანებისთვის. ასევე საყურადღებოა, რომ თუ კრემს მოუმზადებელ, ტონიკით დაუმუშავებელ კანზე წაისვამთ, ის თავისი მოქმედების მხოლოდ 30%-ს გამოავლენს. ტონიკი კი მუშაობს, როგორც გამტარი, რომელიც იზიდავს შრატისა და კრემის ყველა აქტიურ კომპონენტს და ხელს უწყობს მათ ღრმად შეღწევას კანში. ტონერი უნდა დაიტანოთ ბამბის დისკზე და გადაინაწილოთ სახეზე. თვალებთან არ მიიკაროთ.

ლოსიონი, ანუ დასაბანი გელი, აუცილებელია ყველა ქალბატონისთვის. მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე და ნებისმიერი საშუალება ბოლომდე არ აშორებს მაკიაჟს, ფორებში ტონალურის ნაწილი მაინც რჩება. ამიტომ, საჭიროა, დამატებითი ხერხებით კანი ბოლომდე გაასუფთაოთ. ლოსიონი, ანუ იგივე დასაბანი გელი, ამის საშუალებას მოგცემთ და კანს მაკიაჟისგან ბოლომდე გაასუფთავებს.

თუ პრობლემური კანი გაქვთ, შეგიძლიათ, თქვენი სახის კანისთვის უსაფრთხო ლოსიონი სახლის პირობებში საკუთარი ხელით დაამზადოთ. ამ რეცეპტით მომზადებული ლოსიონი ეფექტურია გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვისაც. მის მოსამზადებლად კი მხოლოდ ორი ინგრედიენტი დაგჭირდებათ – გვირილა და არაყი. 2 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და დაუმატეთ 20 მილილიტრი არაყი (და არა სპირტი). გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და ამ ლოსიონით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს. 10 წუთის შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ასევე, შეგიძლიათ, მოამზადოთ ვაშლის ძმრის მატონიზებელი ლოსიონი, რომელიც ხელს უწყობს სახის კანის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას. მშრალი კანისთვის – აურიეთ ერთმანეთში ვაშლის ძმარი და ანადუღარი წყალი, შეფარდებით 1:10; ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის – 1:5. ასეთი ლოსიონი ავიწროებს ფორებს და ანიჭებს კანს სიგლუვეს. უმჯობესია, გამოიყენოთ დღეში ერთხელ.

კანის ტონიზირების შემდეგ, სახის კრემის ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ ნატურალური ზეთები. ისინი უამრავი რაოდენობისაა და შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სწორედ ის, რაც თქვენი კანის პრობლემას გადაწყვეტს. მრავალმხრივი ეფექტის მისაღებად, ასევე, შეიძლება ზეთების ერთმანეთში შერევა. შედეგით გაოცებული დარჩებით, თუ 2-3 თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, კვირაში 3-4-ჯერ კრემის მაგივრად გამოიყენებთ ზეთებს. თუ არ დაიზარებთ და ასე მოიქცევით, მიიღებთ ჯანმრთელ კანს, გამონაყრისა და ნაოჭების გარეშე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი