რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი, ქოლესტერინის დამწევი და წონაში დასაკლები დიეტა

№32

ავტორი: ანი რევია 11:00 08.08

დიეტა
დაკოპირებულია

ეს ერთკვირიანი დიეტა კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ და თან, წონაში დაკლება სურთ.

ამ დიეტის დროს აუცილებელია, ბოსტნეულის სალათები შეაზავოთ ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენით, ნებისმიერი სანელებლით. მკაცრად შეზღუდულია ისეთი ცხიმიანი სოუსების გამოყენება, როგორიცაა მაიონეზი და კეტჩუპი. საჭმლის მომზადებისას სჯობს, უარი თქვათ შეწვაზე და მოხარშოთ ან მოამზადოთ ორთქლზე. დიეტის დროს იკვებეთ დღეში 5-ჯერ, დაახლოებით, 3-4 საათში ერთხელ და შეამცირეთ მარილის გამოყენება. აუცილებლად უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, ტკბილეულსა და გაზიან სასმელებზე. და, ასევე, აუცილებელია დილით და საღამოს, ცოტა ხნით, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობა.

ერთი დღის მენიუ:

პირველი საუზმე – 150 გრამი წიწიბურა, 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი, 1 ფინჯანი ჩაი შაქრის გარეშე.

მეორე საუზმე – 250 გრამი პომიდვრისა და კიტრის სალათა, შეზავებული ზეითუნის ზეთითა და სანელებლებით, 1 ჭიქა ახალგამოწურული სტაფილოს წვენი.

სადილი – 1 ულუფა ზეითუნის ზეთზე დამზადებული ბოსტნეულის წვნიანი, 2 ცალი ორთქლზე დამზადებული ქათმის ხორცის კატლეტი, 1 ნაჭერი ხორბლის პური, 1 ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.

სამხარი – 1 ულუფა შვრიის ფაფა, 1 ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი.

ვახშამი – 2 ნაჭერი უცხიმო თევზი, 150 გრამი მოშუშული ბოსტნეული, 1 ნაჭერი ქატოს პური, უშაქრო ჩაი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი