რჩევები

ორგანიზმის გამწმენდი და წონაში სწრაფად დასაკლები მაწვნისა და ჭარხლის დიეტა

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 28.11, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

მაწვნისა და ჭარხლის დიეტა ძალიან ეფექტურია, რადგან წონაში დაკლების გარდა ის წმენდს ნაწლავებს და გამოდევნის ტოქსინებს. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი დიეტით ორგანიზმის გაწმენდა და წონაში კლება საკმაოდ რადიკალური ზომაა. ამიტომ, თუ ღვიძლის, კუჭის ან თირკმელების მუშაობაში დარღვევები გაქვთ, არ გირჩევთ.

ყოველდღიურად, ოთხი დღის განმავლობაში, უნდა მიიღოთ 1 კილოგრამი მოხარშული ჭარხალი, 1,5 ლიტრი დაბალკალორიული მაწონი და დაახლოებით, 2 ლიტრი წყალი – ეს არის პროდუქტების დღიური ნორმა.

ამ დიეტის დროს დიდი ოდენობით წყალი საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დასუსტდეს, რადგან შლაკებთან ერთად სითხეც გამოდის. მითითებული რაოდენობა 5-6 მიღებაზეა გათვლილი. შეგიძლიათ, ჭარხალი და მაწონი დააბლენდეროთ და კოქტეილის სახით მიირთვათ.

თუ ამ დიეტის დაცვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, რაციონში ჩართოთ 150 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი ან თევზი, ასევე, ვაშლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი