რჩევები

ნიღბები – სახის კანის ტონუსის აღსადგენად

№35

ავტორი: ანი რევია 11:00 09.09, 2021 წელი

ნიღაბი
დაკოპირებულია

კანის ბრწყინვალება და უზადო ფერი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრივი ინგრედიენტებით სახლში დამზადებული სახის ნიღბები საუკეთესო საშუალებაა სილამაზის დასახვეწად. გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს, რომლებიც კანის ტონუსის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

👉ლიმონის წვენი – დაწურეთ ლიმონი და ბამბის დისკის მეშვეობით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს გააუმჯობესებს კანის ფერს, ასევე, გაგათავისუფლებთ ლაქებისა და იარებისგან.

👉ლიმონი, პომიდორი და კურკუმა – 2 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ტომატის წვენი და 1 მწიკვი კურკუმა. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის დადებითი ზემოქმედება სახის კანს საოცარ შედეგს მოუტანს.

👉ლიმონი, რძე და თაფლი – შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი რძის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ყოველდღიურად და აშკარად იგრძნობთ, როგორ გაგიღიავდებათ კანი.

👉ლიმონი და ქოქოსის წყალი – ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არა მხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, არამედ შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.

კანის გამოშრობისა და დაზიანებისგან დასაცავად მარტივი სახის ნიღბები დაგეხმარებათ:

👉ავოკადოსა და თაფლის ნიღაბი – საუკეთესოა კანის სიმშრალის გასაქრობად. დაგჭირდებათ ნახევარი ავოკადო, ნახევარი სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, 2 სუფრის კოვზი თაფლი. კარგად დაჭყლიტეთ ავოკადო და შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. შემდეგ დაიტანეთ მთელ სახეზე და დაელოდეთ 15 წუთი, სანამ ეს მასა არ გახმება. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ნაზად შეიმშრალეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

👉შვრიის ნიღაბი – საჭირო ინგრედიენტებია: 1/3 ჭიქა შვრია, 1/4 ჭიქა ცხელი წყალი, 1-2 სუფრის კოვზი იოგურტი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. შვრიას დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 2-3 წუთი. იოგურტი და თაფლი ბლენდერით ათქვიფეთ და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი შეგიძლიათ, კისერსა და მკერდის მიმდებარედაც წაისვათ. ის იდეალური საშუალებაა კანის დასამშვიდებლად. შვრიის ნიღბის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.

👉კიტრის ნიღაბი – საჭირო ინგრედიენტებია: 1 ცალი კიტრი, 1 სუფრის კოზი შაქარი. დაჭერით და დაჭყლიტეთ კიტრი, დაუმატეთ შაქარი და ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაიტანეთ ნიღაბი სახესა და კისერზე და 10 წუთით გაიჩერეთ. ჩამობანამდე დაიმასაჟეთ სახე. კიტრის ნიღაბი გაგიჯანსაღებთ და დაგიტენიანებთ კანს. მისი გამოყენება ნებადართულია კვირაში ერთხელ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი