ნესვის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 05.08, 2024 წელი
ნესვი – ეს ოქროსფერი, არომატული ბაღჩეული ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი. მისი რბილობის 95 პროცენტი წყალია. შეიცავს შაქარს, კალციუმს, რკინას, თუთიას, ცხიმებს, A, B, C და P ვიტამინებს. ნესვი შესანიშნავად ახერხებს ნაწლავების გაწმენდას, რაც უმალვე აისახება ადამიანის კანის ფერსა და მდგომარეობაზე.
ნესვის დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული.
ხოლო, მათ, ვისაც ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები არ გაწუხებთ და სიმსუქნისკენ გაქვთ მიდრეკილება, გახდომაში ნესვი დაგეხმარებათ: ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე მიირთვით 2 კილოგრამი ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს. ამ დიეტას ორგანიზმიდან გამოაქვს წიდა და ტოქსინები, წვავს ცხიმებს.
ნესვი საკმარისი რაოდენობით მოგაწვდით აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, არც შიმშილი შეგაწუხებთ და არც სისუსტე.
ამ დიეტის დროს, რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია უმარილო, მოხარშული ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ, მიირთვათ მოხარშული თევზი ან 150 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, სვათ უშაქრო მწვანე ჩაი.
ნესვის მთელი დღის ულუფა ხუთად უნდა გაიყოს. ერთი ნაწილი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი, ყოველ ორ საათში, ჭამის შემდეგ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან