რჩევები

ნაწლავების გამწმენდი და გასახდომი ჭარხლის სამდღიანი დიეტა

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 20.09

დიეტა
დაკოპირებულია

ამ დიეტით ძალიან სასარგებლოა ორგანიზმის გაწმენდა, იმავდროულად, წონაშიც მარტივად დაიკლებთ. დიეტის დროს იკრძალება რძის პროდუქტები – კეფირის გარდა, მარცვლეული, ხორცი, ბოსტნეული – ჭარხლის გარდა, ხილი, ტკბილეული, პური, ალკოჰოლი და სწრაფი კვების პროდუქტები.

დღეში 1 კილოგრამი ჭარხალი გაანაწილეთ 5 ულუფად. შეგიძლიათ უმი ან მოხარშული მიირთვათ. თუ უმი სახით მიირთმევთ, შეგიძლიათ, ზეთით შეაზავოთ და ცოტა მარილი და სანელებელი დაუმატოთ. თუ მოხარშულ ჭარხალს მიირთმევთ, დანამატები არ გამოიყენოთ. სვით წყალი, დღეში, მინიმუმ, 1 ლიტრი მაინც. შეგიძლიათ, ბალახების ან მწვანე ჩაიც დალიოთ.

ამ დიეტით კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გაიწმინდება. ჭარხალს საფაღარათო ეფექტი აქვს და სასარგებლოა მათთვის, ვისაც შეკრულობა აწუხებს. გაწმენდისა და ზედმეტი ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნის ხარჯზე წონაში დაკლების ეფექტს მიიღებთ, რომელიც დიეტის დასრულების შემდეგაც შესამჩნევი იქნება. ჭარხალი მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნაერთებით და სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლძარღვების პრობლემები აქვთ. უჯრედისის შემცველობის წყალობით, გავლენას ახდენს ნაწლავების მუშაობაზე და ორგანიზმიდან წიდები გამოაქვს. ასე რომ, სამდღიანი დიეტით საჭმლის მომნელებელ სისტემასაც გაისუფთავებთ, ზედმეტ კილოგრამებსაც მოიშორებთ და განწყობასაც აიმაღლებთ.

წარმატებებს გისურვებთ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...