რჩევები

მოიცილეთ ზედმეტი ცხიმი მუცლის არიდან და გახდით მეტად ენერგიულები

№44

ავტორი: ანი რევია 11:00 07.11

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მუცლის ცხიმის პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. ღიპის მოსაცილებლად დიეტის დაცვა ხშირ შემთხვევაში შედეგს ვერ იძლევა და ეს იმის გამო ხდება, რომ ამას არასწორად აკეთებთ.

თუ გინდათ, მოიშოროთ ზედმეტი ცხიმი, რომელიც ტანსაცმლის მორგებისას გაწუხებთ და ლამაზი მუცლის ფორმა შეინარჩუნოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.

* იკვებეთ ჯანსაღად – მუცლის არეში ცხიმის დაგორების მთავარი პირობა არასწორად შერჩეული კვების რაციონი და სხეულის მოდუნებაა. დაიცავით უცხიმო დიეტა. დიეტა, უმეტესწილად, უნდა შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულსა და ნაკლებ ცხიმებს, პროტეინებს – როგორიცაა ქათმის ხორცი. გაეცანით იმის შემადგენლობას, რასაც მიირთმევთ. მოერიდეთ ტკბილეულობას და დიდი რაოდენობის ცხიმის შემცველ საჭმელებს;

* ისეირნეთ ფეხით, დაახლოებით, ორი საათი ან ირბინეთ ყოველდღე – ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის დაწვაში. გააკეთეთ ვარჯიში რეგულარულად და ყოველდღე. ნუ მისცემთ კუნთებს მოდუნების საშუალებას. კარგია ყოველ დილით, ახალგაღვიძებულზე ვარჯიში, მუცლის პრესი. ძილის დროს თქვენი ორგანიზმი დაგროვილ ცხიმს იყენებს, ხოლო გაღვიძებისთანავე ვარჯიში მას სხვა გამოსავალს არ უტოვებს და ისევ ორგანიზმში არსებულ ცხიმს ხარჯავს. გაითვალისწინეთ, საუზმემდე ოცი წუთით ვარჯიში, საკმაოდ შედეგიანია, ღიპის დასაგდებად;

* დალიეთ ბევრი წყალი – წყალი ავსებს კუჭს და გიკარგავთ შიმშილის გრძნობას. კარგია დღეში, დაახლოებით, სამი ლიტრი წყალი, მით უფრო, თუ ბევრს ივარჯიშებთ, წყალი, ოფლის სახით, ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამიტომ, ვარჯიშის დროს, სითხის მიღება აუცილებელია;

* ჭამეთ ცოტ-ცოტა დღეში 6-ჯერ და მიიღეთ საკვები პატარა ულუფებით. შეეცადეთ, დღეში 3-ჯერ მიიღოთ ჩვეულებრივი საკვები, ხოლო 3-ჯერ – მსუბუქი კვებით დაკმაყოფილდეთ. თუ დღის განმავლობაში ყოველ სამ საათში მიირთმევთ, შიმშილის გრძნობაც გაქრება და მცირე ულუფებით დანაყრებასაც მიეჩვევით. გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ თავს და ზედმეტ ცხიმებსაც ადვილად მოიცილებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა