რჩევები

მოიცილეთ მუცლის არედან ცხიმი ზედმეტი დანახარჯების გარეშე

№4

ავტორი: ანი რევია 11:00 01.02

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მუცლის არეში ცხიმის დაგროვება ბევრ ადამიანს აწუხებს, თუმცა ღიპის მოსაცილებლად დიეტის დაცვა ხშირად სასურველ შედეგს ვერ იძლევა და ეს იმის გამოა, რომ მას არასწორად აკეთებენ. თუ გინდათ, მოიშოროთ ის ცხიმი, რაც ტანსაცმლის მორგებისას გაწუხებთ, არაეფექტურად ჩანს, დაიბრუნოთ მუცლის ლამაზი ფორმა და რაც მთავარია, შეინარჩუნოთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ და ამ პრობლემას, საკუთარი ძალისხმევით, ზედმეტი დანახარჯების, ქირურგიული ოპერაციების, სხვა ესთეტიკური თუ პლასტიკური ჩარევების გარეშე მოიგვარებთ.

1. იკვებეთ ჯანსაღად. მუცლის არეში ცხიმის დაგროვების მთავარი პირობა არასწორად შერჩეული კვების რაციონი და სხეულის მოდუნებაა. დაიცავით უცხიმო დიეტა. დიეტა, უმეტესწილად, უნდა შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, პროტეინებს, მაგალითად, როგორიცაა ქათმის ხორცი, თევზი... და რაც შეიძლება ნაკლებ ცხიმებს. გაეცანით იმის შემადგენლობას, რასაც მიირთმევთ. მოერიდეთ ტკბილეულობას.

2. ისეირნეთ ფეხით, დაახლოებით, ორი საათი ან ირბინეთ ყოველდღე – ეს დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმის დაწვაში. ივარჯიშეთ რეგულარულად და ყოველდღე. ნუ მისცემთ კუნთებს მოდუნების საშუალებას. კარგია, ყოველ დილით, ახალგაღვიძებულზე, ვარჯიში, მუცლის პრესი. ძილის დროს თქვენი ორგანიზმი იყენებს დაგროვილ ცხიმს, გაღვიძებისთანავე ვარჯიშიც დაგროვილ ცხიმს ხარჯავს. გაითვალისწინეთ, საუზმემდე ოცი წუთით ვარჯიში, საკმაოდ შედეგიანია, ღიპის დასაგდებად.

3. დალიეთ ბევრი წყალი. წყალი, ავსებს კუჭს და გიკარგავთ შიმშილის გრძნობას. კარგია დღეში, დაახლოებით, ორი-სამი ლიტრი წყალი – წონის მიხედვით. თუ ბევრს ივარჯიშებთ, წყალი ოფლის სახით, ორგანიზმიდან გამოიდევნება. ამიტომ, ვარჯიშის დროს, სითხის მიღება აუცილებელია.

4. ჭამეთ ცოტ-ცოტა და დღეში 6-ჯერ. მიიღეთ საკვები პატარა ულუფებით. შეეცადეთ, დღეში 3-ჯერ მიიღოთ ჩვეულებრივი საკვები, ხოლო, 3-ჯერ კი ორგანიზმს მსუბუქი კვება გამოუწეროთ. თუ დღის განმავლობაში, ყოველ სამ საათში მიირთმევთ, შიმშილის გრძნობაც გაქრება და მიეჩვევით მცირე ულუფებით დანაყრებას. გაცილებით ენერგიულადაც იგრძნობთ თავს და ზედმეტ ცხიმებსაც ადვილად მოიცილებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული