რჩევები

მოამზადეთ კანის მოვლის ეფექტური ნიღბები რძისგან

№9

ავტორი: ანი რევია 11:00 09.03, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

რძისგან შეგიძლიათ, მარტივად მოამზადოთ გასაოცარი ეფექტის მქონე კანის მოვლის საშუალებები. ამ ნიღბების მოსამზადებლად სულაც არ დაგჭირდებათ ძვირად ღირებული ინგრედიენტები, სამაგიეროდ, მიიღებთ საოცრად ჯანსაღ, ხავერდოვან და გლუვ კანს.

რძისა და შავი პურის ნიღაბი – შავი პურის ნაჭრები დაალბეთ თბილ რძეში და გააკეთეთ ფაფა. წაისვით სახეზე და სახის კანი და ნაკვთები კარგად დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით. ბოლოს სახეზე თქვენი სახის კანისთვის განკუთვნილი, მკვებავი კრემი გადაისვით.

რძისა და კომბოსტოს ნიღაბი – კომბოსტო დაჭერით, მოხარშეთ რძეში და დააბლენდერეთ ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

თაფლის, ნაღებისა და ლიმონის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 30 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რძის, საფუვრისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ საფუარს დაამატეთ 2 წვეთი ზეითუნის ზეთი და თბილი რძე, იმდენი, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუშისა და რძის ნიღაბი – რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით, 20 წუთით გააჩერეთ. გააშრეთ, გაფცქვენით და დაფქვით, რომ ფქვილისმაგვარი მასა მიიღოთ. ნახევარ ჩაის კოვზ ნუშის ფქვილს დაასხით იმდენი ცხელი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

რძისა და ზეთის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თბილ რძეში გახსენით 20 გრამი საფუარი, დაამატეთ 1 სადილის კოვზი სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი და მიღებული ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 1 სადილის კოვზ ლუდის საფუარს, შეურიეთ იმდენი რძე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაიდეთ სახის ყველა ცხიმიან ადგილას და გაშრობამდე გაიჩერეთ. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის – 2 სადილის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი თბილი რძე და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახესა და ყელზე, დაიტოვეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი – 2 სადილის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სადილის კოვზი გახეხილი გოგრის რბილობი და 1 ჩაის კოვზი რძე, აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი – თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ.

თუ ამ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი საკმაოდ გლუვი, ელასტიკური გახდება და რაც მთავარია, სიჯანსაღის ეფექტით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი