რჩევები

მოამზადეთ კანის დამარბილებელი ნიღბები რძისგან

№15

ავტორი: ანი რევია 11:00 18.04

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანს განსაკუთრებული და რეგულარული მოვლა სჭირდება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ძვირად ღირებული პროცედურებია და საერთოდ უარს ამბობს. თუმცა, ეს არაა გამოსავალი. ყველას შეუძლია, სახლის პირობებში მარტივად მოამზადოს დასაბანი და კანის დამარბილებელი ნიღბები, რომლებსაც გასაოცარი ეფექტი აქვთ. თან, იმისთვის, რომ კანი ხავერდოვანი, გლუვი და ნაზი გახდეს, საჭირო იქნება მხოლოდ ის ინგრედიენტები, რომელიც სახლში ყველას აქვს. და თუ ამ პროცედურებს რეგულარულად ჩაიტარებთ, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენი კანი საკმაოდ გლუვი, ელასტიკური გახდება და რაც მთავარია, ჯანსაღი ეფექტით.

რძისა და შავი პურის ნიღაბი – შავი პურის ნაჭრები დაალბეთ თბილ რძეში და გააკეთეთ ფაფა. წაისვით სახეზე და სახის კანი და ნაკვთები კარგად დაიმასაჟეთ. დაიტოვეთ 15 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ბამბის ტამპონითა და ნელთბილი წყლით. ბოლოს კი სახეზე თქვენი სახის კანისთვის განკუთვნილი, მკვებავი კრემი გადაისვით.

რძისა და კომბოსტოს ნიღაბი – კომბოსტო დაჭერით, მოხარშეთ რძეში და დააბლენდერეთ, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, კისერსა და გულმკერდზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

თაფლის, ნაღებისა და ლიმონის ნიღაბი – 1 ჩაის კოვზ ნატურალურ თაფლს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ნაღები და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 30 წუთი დაიტოვეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

რძის, საფუარისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი – ნახევარ ჩაის კოვზ საფუარს ნელ-ნელა დაამატეთ თბილ რძეში გახსნილი 2 წვეთი ზეითუნის ზეთი, იმდენი, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუშისა და რძის ნიღაბი – რამდენიმე ცალ ნუშის გულს დაასხით მდუღარე წყალი და დაახლოებით, 20 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გააშრეთ, გაფცქვენით და დაფქვით, რომ ფქვილისმაგვარი მასა მიიღოთ. ნახევარ ჩაის კოვზ ნუშის ფქვილს დაასხით იმდენი ცხელი რძე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა გამოვიდეს და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

რძისა და ზეთის ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თბილ რძეში გახსენით 20 გრამი საფუარი, დაამატეთ 1 სადილის კოვზი სიმინდის, ქაცვის ან ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა სახეზე წაისვით. ნიღაბი 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის – 1 სადილის კოვზ ლუდის საფუარს შეურიეთ იმდენი რძე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დაიდეთ სახის ცხიმიან ადგილებზე და გაშრობამდე გაიჩერეთ, დაახლოებით, 15-20 წუთი, რის შემდეგაც სახე ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის – 2 სადილის კოვზი ხაჭო, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი თბილი რძე და რამდენიმე წვეთი მცენარეული ზეთი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა დაიდეთ სახესა და ყელზე, დაიტოვეთ 10 წუთით და ჯერ თბილი, შემდეგ კი გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი – 2 სადილის კოვზი ახალი ხაჭო, 2 სადილის კოვზი გახეხილი გოგრის რბილობი და 1 ჩაის კოვზი რძე აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე, 15-20 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი – თანაბარი რაოდენობის საფუარი და თბილი რძე კარგად შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი