რჩევები

მაკარონისა და ყველის დიეტა

№35

ავტორი: ანი რევია 11:00 06.09, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

თუ თვეში ერთხელ მაკარონისა და ყველის 3-დღიან დიეტას დაიცავთ, არც ზედმეტი წონა შეგაწუხებთ, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და თან, ორგანიზმსაც გაწმენდთ.

ამ სამდღიან დიეტაში მთავარი პროდუქტი მაკარონი და ყველია, რომლებიც უწყობენ ხელს ფორმების შენარჩუნებას.

პირველი დღე

საუზმე: 150 მილილიტრი ფორთოხლის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილი: ბოსტნეულის სალათა, 100 გრამი ინდაურის მოხარშული ხორცი, 1 ნაჭერი ყველი.

ვახშამი: 130 გრამი მოხარშული მაკარონი, ზეითუნის ზეთით შეზავებული ისპანახის ფხალი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა უცხიმო რძე.

სადილი: ბოსტნეულის სალათა და 2 ნაჭერი ყველი.

ვახშამი: მწვანე ბოსტნეულის სალათა, 130 გრამი მოხარშული მაკარონი, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.

მესამე დღე

საუზმე: უშაქრო ჩაი ან ყავა, 2 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი შავი პური.

სადილი: 120 გრამი ბოსტნეულის სალათა ქათმით.

ვახშამი: 1 ნაჭერი უცხიმო ყველი, მწვანე ბოსტნეულის სალათა.

შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიირთვათ ხილი – ვაშლი, მსხალი ან ანანასი. დილით აუცილებელია მსუბუქი აერობიკული ვარჯიშების კეთება. ეს ეხმარება სხეულს სიჯანსაღის შენარჩუნებაში.

რაც მთავარია, დაიცავით ძილის რეჟიმი: 23:00 საათი არის ის დრო, როდესაც კარგია დაწოლა და დილამდე მშვიდად გამოძინება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი