კვერცხისა და გრეიპფრუტის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00

თუ ალერგიული არ ხართ და კვერცხი და გრეიპფრუტის მომჟავო გემოც გიყვართ, მაშინ ეს დიეტა აუცილებლად უნდა სცადოთ. მისი მეშვეობით ერთ კვირაში, მინიმუმ, ხუთ ზედმეტ კილოს მოიშორებთ.
გაითვალისწინეთ, რომ საუზმე ამ ერთი კვირის განმავლობაში ერთნაირია: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი და 1 ცალი გრეიპრუტი და აუცილებელია, დღის განამავლობაში წყლის სმა.
ორშაბათი
სადილი: ნებისმიერი ხილი, ნებისმიერი რაოდენობით. ოღონდ, მხოლოდ ერთი სახეობის.
ვახშამი: უცხიმო მოხარშული ხორცი.
სამშაბათი
სადილი: მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი: კიტრის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და სტაფილოს სალათა, 2 მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ახალგამოწურული გრეიპფრუტის წვენი.
ოთხშაბათი
სადილი: უცხიმო, ნაკლებმარილიანი ყველი, 1 ცალი პომიდორი, 1 ნაჭერი ჭვავის პური.
ვახშამი: უცხიმო, მოხარშული ხორცი, 1 ცალი გრეიპფრუტი.
ხუთშაბათი
სადილი: ნებისმიერი ერთი სახეობის ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები.
პარასკევი
სადილი: მოხარშული მწვანე ბარდა ან ყაბაყი, 1 მოხარშული კვერცხი.
ვახშამი: მოხარშული თევზი, სალათის ფოთლები, 1 ცალი გრეიპფრუტი.
შაბათი
სადილი: ნებისმიერი ერთი სახეობის ხილი, ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები.
კვირა
სადილი: ერთი სახეობის ხილი ნებისმიერი რაოდენობით.
ვახშამი: მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფურცლები, 1 ცალი გრეიპფრუტი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან