რჩევები

კვერცხის მარტივი დიეტა

№27

ავტორი: ანი რევია 11:00 08.07

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა სამ დღეზეა გათვლილი, საკმაოდ ეფექტურია და ძალიან მარტივი დასაცავი. კვერცხი მდიდარია ცილით, რომელიც დანაყრებას უწყობს ხელს და შესაბამისად, შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია, დღეში, მინიმუმ, ლიტრა-ნახევარი წყალი დალიოთ.

პირველი დღე

საუზმე: 1 ცალი პომიდორი, 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

სადილი: 120 გრამი მოხარშული თევზი, 2 მოხარშული კვერცხის ცილა, უშაქრო ჩაი.

ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, მწვანე ჩაი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ცალი ბანანი, ორი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ჩაი.

სადილი: 120 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 2 კვერცხის ცილა და ერთი ჭიქა წყალი.

ვახშამი: 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა მინერალური, გაზგასული წყალი.

მესამე დღე

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა მაწონი.

სადილი: 120 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 2 კვერცხის ცილა და მწვანე ჩაი.

ვახშამი: სალათის ფურცლები, 1 ცალი კიტრისა და 1 მოხარშული კვერცხის სალათა, მწვანე ჩაი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა