კვერცხის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 30.09
კვერცხის დიეტის ხანგრძლივობა ორი კვირაა და თქვენ გარანტირებულად დაიკლებთ 6-7 კილოგრამს. ასე რომ, თუ კვერცხის მიმართ ალერგიული არ ხართ და სწორად დაკლება გსურთ, ეს დიეტა თქვენთვისაა. და გაითვალისწინეთ, აუცილებლად დალიეთ დღეში 2,5 ლიტრი წყალი.
პირველი დღე: თითო მოხარშული კვერცხი სამჯერ დღეში, უშაქრო ყავა, ერთი ვაშლი, 5-6 შავი ქლიავი და 1 ცალი ატამი.
მეორე დღე: თითო მოხარშული კვერცხი სამჯერ დღეში, უშაქრო ყავა, ერთი ვაშლი და ერთი ბანანი.
მესამე დღე: დილით – 2 მოხარშული კვერცხი. სადილზე – 1 ნაჭერი საქონლის ხორცი და 1 ცალი კიტრი. საღამოს კი – ერთი კვერცხი და მოხარშული ისპანახი.
მეოთხე დღე: დილით – 1 კვერცხი. სადილზე – მოხარშული თევზი და ერთი პომიდორი. საღამოს კი – ორი კვერცხი, ერთი ჭიქა მაწონი.
მეხუთე დღე: დილით – 1 მოხარშული კვერცხი და უშაქრო ყავა, სადილზე – 2 მოხარშული კვერცხი და ერთი პომიდორი. საღამოს კი – შემწვარი, უცხიმო თევზი, ბოსტნეულის სალათა ძმრით.
მეექვსე დღე: დილით – 1 მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა უშაქრო ყავა. სადილზე – ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი და კიტრი. საღამოს კი – უცხიმო საქონლის ხორცი, ერთი პომიდორი.
მეშვიდე დღე: დილით – 1 მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა უშაქრო ყავა; სადილიზე – შემწვარი ქათმის ფილე ცხიმის გარეშე, ბოსტნეული. საღამოს – ქათმის ფილე, ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
მომდევნო კვირის დიეტაც იგივეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან