რჩევები

ყურძნის დიეტა

№28

ავტორი: ანი რევია 11:00 15.07

დიეტა
დაკოპირებულია

ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, ებრძვის გულის უკმარისობას, სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის ბრონქიტს, პნევმონიას, ასთმას და ორგანიზმში სისხლის ნაკლებობას.

ასევე, ყურძენი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, A, B, და C ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს. ის მდიდარია ბიოტინებით, რომლებიც სასარგებლოა თმის, კანისა და ფრჩხილისთვის. არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს მადას და აწესრიგებს ძილს, აძლიერებს იმუნიტეტს და ებრძვის ინფექციებს.

ამ დიეტით სამი დღის განმავლობაში ორ კილოგრამზე მეტს იკლებთ და იმავდროულად ენერგიით ივსებით და წმენდთ ორგანიზმს შლაკებისგან.

და აუცილებლად გაითვალისწინეთ: თუ გაქვთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, ქრონიკული ჰიპერტონია, დიაბეტი ან კუჭის წყლული, ყურძნის დიეტას თავი უნდა აარიდოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დაცვისას შავი ყურძენი არ გამოგადგებათ.

პირველი დღე – მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ: ნახევარი კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი ხაჭო და 50 გრამი შავი შოკოლადი.

მეორე დღე – დღის განმავლობაში მიირთვით: 1,5 კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი მაწონი, 1 ცალი ბანანი.

მესამე დღე – დღის განმავლობაში მიიღეთ: 2 კილოგრამი ყურძენი და 100 გრამი ხაჭო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა