რჩევები

კომბოსტოს 10-დღიანი დიეტა წონის დასაკლებად და ორგანიზმის შლაკებისგან გასაწმენდად

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 02.08, 2021 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

გარდა, დაბალკალორიულობისა, კომბოსტო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ვიტამინებს, მინერალებსა და მცენარეულ ბოჭკოებს, რომლებიც მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას უწყობს ხელს. 

დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა თუ შიმშილმა შემოგიტიათ, შეუზღუდავად შეგიძლიათ, მიირთვათ კომბოსტოს ფურცლები. ასევე, შეუზღუდავად დალიოთ მწვანე ჩაი ან უგაზო, მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი, დღეში, მინიმუმ, 2 ლიტრი.

დილიდან მენიუში შეიტანეთ ყავა, რადგან აჩქარებს გაცვლით პროცესებს, რაც იმავდროულად, ზედმეტი ცხიმის დამატებით დახარჯვას გულისხმობს. დიეტა 10-დღიანია და ამ დროის განმავლობაში, საკვებში არ შეიძლება შაქრისა და მარილის გამოყენება. აკრძალულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი, პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი. დიეტის გამეორება, შეიძლება მხოლოდ 2 თვის შემდეგ.

კომბოსტოს დიეტა - მენიუ 10 დღის განმავლობაში:

👉 საუზმე – უშაქრო მწვანე ჩაი ან ყავა, უგაზო მინერალური წყალი

👉 სადილი – უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა ზეთით (უმჯობესია ზეითუნის) და 200 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ქათმის ან ნაკლებცხიმიანი თევზი

👉 ვახშამი – უმი კომბოსტოს სალათა, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ვაშლი

👉 დაძინებამდე – არაუგვიანეს ორი საათით ადრე, ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი

👉 კომბოსტოს სალათა შეიძლება, შეიცვალოს კომბოსტოს წვნიანით

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი