კივით განტვირთვის დღეები ორგანიზმს წმენდს და წონაში კლებაშიც გეხმარებათ
ავტორი: ანი რევია 11:00 08.02, 2021 წელი

კივის მომჟავო ნაყოფი საკმაო რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ნივთიერება კარნიტინს, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაწვას. სწორედ, ამის გამო ეს სუბტროპიკული ხილი ძალიან კარგია წონის კლებისთვის. ის, ასევე, მდიდარია უჯრედისით, C ვიტამინით, ფლავონოიდებითა და ანტიოქსიდანტებით.
სასარგებლოა ერთი კივი უზმოზე, იმ პირობით, თუ არ გაწუხებთ კუჭის წყლული ან გასტრიტი. ეს ხილი ასუფთავებს ნაწლავებს, ხოლო მასში შემავალი ვიტამინები კი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად დავნაყრდეთ.
კვირაში ერთხელ კი კარგია კივით განტვირთვის დღის მოწყობა. ამ დროს რეკომენდებულია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ 6-8 ცალი კივი და დალიოთ 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი ან იოგურტი. ასეთი დიეტით 1-2 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.
განტვირთვის დღეს შეგიძლიათ მიირთვათ, ასევე, კივის, ციტრუსის ან კერნკრისგან მომზადებული კოქტეილი – დააბლენდერეთ კივი, ფორთოხალი ან კენკრა კეფირთან ერთად. ეს კოქტეილი გაამრავალფეროვნებს განტვირთვის დღის მენიუს და შიმშილის გრძნობასაც მოგიკლავთ, თან, არა მარტო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, ორგანიზმსაც ეფექტურად გაწმენდს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან