რჩევები

კიტრისა და ხილის დიეტა

№31

ავტორი: ანი რევია 11:00 11.08

კიტრის დიეტა
დაკოპირებულია

კიტრი მცირეკალორიული პროდუქტია, მაგრამ გადასარევად ანაყრებს ადამიანის ორგანიზმს და ამიტომ, ამ დიეტის დაცვაც მარტივდება, განსაკუთრებით ზაფხულში.

კიტრისა და ხილის დიეტა ერთკვირიანია და წონის დაკლებასთან ერთად, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება ხდება. უკვე პირველ ორ დღეში, წონაში, მინიმუმ, 1 კილოგრამს იკლებთ, კვირის ბოლოს კი, დაახლოებით, 5-6 კილოგრამამდე. ამავე დროს, ორგანიზმი იწმინდება შლაკებისგან და კანი ჯანსაღ იერს იძენს.

პირველი კვება – კიტრის სალათა. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ, დაბალკალორიული არაჟანი და სხვადასხვა მწვანილიც დაუმატოთ.

მეორე კვება – კიტრის სალათა. მცირე რაოდენობით შეგიძლიათ, დაუმატოთ დაბალკალორიული არაჟანი, სხვადასხვა მწვანილი და მიაყოლოთ 1 ნაჭერი შავი პური.

მესამე კვება – კიტრის სალათა, 1 ნაჭერი ყველითა და 1 ცალი პომიდვრით.

ძილის წინ – შეგიძლიათ, მიირთვათ ვაშლი, ბანანი, ვაშლატამა, საზამთრო, გარგარი ან ხილის ასორტი.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა