რჩევები

კითხვა-პასუხი

№36

ავტორი: ანი რევია 11:00 15.09, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: კოჟრების გამო ძალიან მიჭირს ფეხსაცმლის ჩაცმა. თუ არსებობს ამ პრობლემის მოგვარების რაიმე რეცეპტი, რომელსაც სახლში მოვამზადებ და ძვირიც არ დამიჯდება?

პასუხი: საღამოს 2 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 1 სადილის კოვზი სოდა და ამდენივე გახეხილი სარეცხის საპონი. ამ ხსნარში გააჩერეთ ფეხები ნახევარი საათით, შემდეგ კი პრობლემური ადგილები დაიმუშავეთ. გაიმშრალეთ და კოჟრის მიდამოში შეიზილეთ აბუსალათინის ზეთი. ჩაიცვით ბამბის წინდები და მთელი ღამე გაიჩერეთ. 2-3 ასეთი პროცედურის შემდეგ კოჟრი საგრძნობლად დაპატარავდება და შესაძლოა, გაქრეს კიდეც.

კითხვა: მოქმედებს თუ არა კოსმეტიკის ყოველდღიური გამოყენება ქალის ჰორმონულ ფონზე?

პასუხი: ბოლოდროინდელი კვლევებით გამოვლინდა, რომ ქალის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება ნამდვილად შეიცავს ტოქსიკურ კომპონენტებს. ამ მავნე ნივთიერებებმა სავსებით შესაძლებელია, ქალის ჰორმონულ ფონზეც იმოქმედოს. ზოგადად კი, გარკვეული ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც კოსმეტიკა შეიცავს, ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადების განვითარებას. ამიტომ არის აუცილებელი ხარისხიანი კოსმეტიკის გამოყენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა