რჩევები

კითხვა-პასუხი

№19

ავტორი: ანი რევია 11:00 19.05, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რას შველის ასკილის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში?

პასუხი: ასკილის ზეთი, მასში შემავალი კომპონენტების დამსახურებით, აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ამცირებს უკვე წარმოქმნილს, კანს ხდის მეტად მკვრივსა და ელასტიკურს. ამის გარდა, ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის პიგმენტაციის შესამცირებლად და კოსმეტიკური დეფექტების აღსადგენად. არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილი და მოდუნებული, მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. შეიძლება, წაისვათ თვალების ირგვლივაც. აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ავიწროებს ფორებს, თუმცა, კანის ცხიმიანობისა და გამონაყრის შემთხვევაში, მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. თვალების ირგვლივ არსებულ ნაზ, თხელ კანზე შეიძლება, წაისვათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე განუსაზღვრელი რაოდენობით შეურიოთ ნებისმიერ მალამოს, რომელსაც თვალების ირგვლივ წასასმელად იყენებთ. ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს რომ მივაღწიოთ, ზეთის წასმა აუცილებელია თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით. მშრალი, მოდუნებული სახის კანისთვის ასკილის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სუფთა სახით, გაუზავებლად, ასევე, დაუმატოთ მზა მალამოებს. კომბინირებული კანის შემთხვევაში, ზეთს ისვამთ მხოლოდ კანის მშრალ მონაკვეთებზე (ტუჩების ირგვლივ, ლოყაზე) და არიდებთ შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს. დეფექტების შემთხვევაში კი საჭიროა, კანის დაზიანებულ ადგილებზე დაიდოთ ასკილის ზეთში დასველებული მარლის საფენები და დაიტოვოთ 25-30 წუთის. განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. ასკილის ზეთი, ასევე, გამოიყენება, სახის მასაჟისთვის: 1 ჩაის კოვზი ასკილის ზეთი დაუმატეთ ლოსიონებს, გამწმენდ საშუალებებს, ნიღბებს, ტუჩის საცხებს, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, მობერებული კანისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი