რჩევები

კითხვა-პასუხი

№11

ავტორი: ანი რევია 11:00 24.03, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: სახისა და ყელის არეში გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. როგორ ვებრძოლო მათ შინაური რეცეპტებით?

პასუხი: ნაოჭების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია არაჟნისა და სტაფილოს ნიღაბი. ის არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს ასწორებს, არამედ სახესა და ყელზე ღრმა ნაოჭებსაც შეამცირებს. კანი გახდება რბილი, გლუვი და ნაზი. დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), ნახევარი სადილის კოვზი ცივი წყალი, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 5 სადილის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 სადილის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ჯამში ჩაასხით გრილი წყალი, ჩაყარეთ კარტოფილის ფქვილი და კარგად მოურიეთ, ისე, რომ ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ, დაუმატეთ ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება. გადმოიღეთ ჯამი ცეცხლიდან, დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი თხელ ფენად სახესა და ყელზე. 25-30 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 3 დღისა. კურსი 6-დღიანია. იკეთებთ ყოველდღე, შემდეგ, ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი