რჩევები

კითხვა-პასუხი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 17.03, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 25 წლის და შევამჩნიე, რომ სახეზე ნაოჭები გამიჩნდა. რისი ბრალი უნდა იყოს ჩემს ასაკში ეს პრობლემა?

პასუხი: წლებთან ერთად, კანი ელასტიკურობას კარგავს. პირველი ნაოჭები კი, საშუალოდ, ოცი წლის ასაკიდან ჩნდება. ასეთ დროს კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს, რადგან მასში მცირეა ჰიალურონის მჟავა. სწორედ, ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი ტენის შეგროვებასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ, საჭიროა ჰიალურონის მჟავის ან ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (NMF) შემცველი კრემის გამოყენება. კრემი, რა თქმა უნდა, კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თვალის გარშემო კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვათ, რათა კანმა კარგად შეიწოვოს და არ შეშუპდეს. კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს, ასევე, ბიორევიტალიზაციას – ჰიალურონის მჟავის შეყვანას კანში ინიექციური გზით.

კითხვა: იდაყვებზე კანმა ფერი იცვალა და გაუხეშდა. რას მირჩევთ, სახლის პირობებში რომ გავიკეთო, ძვირი არ დამიჯდეს და შედეგი მქონდეს?

პასუხი: 1 ცალი ბანანი დააბლენდერეთ ან ჩანგლით დაჭყლიტეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და მიღებული მასა წაისვით იდაყვებზე. გაიჩერეთ 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი საცხი. ამ მეთოდით იდაყვებზე კანი დარბილდება და ნაზი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი