როგორ დავიკლოთ 3 კილოგრამი 3 დღეში
ავტორი: ანი რევია 10:00 10.03, 2023 წელი

პროდუქტები, რომელიც ამ დიეტაში შედის, ააქტიურებს მეტაბოლიზმს, ხელს უწყობს ცხიმის სწრაფად დაწვას და სამი დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3 კილოგრამს დაიკლებთ.
სასურველია, დღის განმავლობაში მიიღოთ 2 ლიტრამდე წყალი. თუ იგრძნობთ, რომ სამჯერადი კვება არ გაკმაყოფილებთ, საუზმესა და ვახშამს შორის მიირთვით მაწონი ან დაბალპროცენტიანი კეფირი. თუ დიეტის დასრულების შემდეგ ძველებური რეჟიმით გააგრძელებთ კვებას, დაკლებული კილოგრამები უკან დაგიბრუნდებათ.
პირველი დღე
საუზმე: გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი და 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, ცოტა არაქისის კარაქით.
სადილი: კიტრისა და პომიდვრის სალათა, ზეითუნის ზეთითა და სალათის ფურცლებით.
ვახშამი: 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 100 გრამ გახეხილ სტაფილოსა და 1 ცალ გახეხილ ვაშლის სალათასთან ერთად.
მეორე დღე
საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: ისპანახის ფხალი, 100 გრამი დაბალკალორიული ხაჭო, 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.
ვახშამი: 50 გრამი ბროკოლის, 50 გრამი გახეხილი სტაფილოსა და 1 ცალი მწვანე ვაშლის სალათა.
მესამე დღე
საუზმე: 1 ნაჭერი ყველი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, უშაქრო ყავა ან ჩაი.
სადილი: წვრილად დაჭრილი კომბოსტოსა და გახეხილი სტაფილოს სალათა ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური, 1 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან