კითხვა-პასუხი
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 20.01, 2023 წელი

კითხვა: ძალიან გამიუხეშდა ქუსლისა და ტერფის კანი. გამირქოვანდა და კოჟრებიც გამიჩნდა. თხელი წინდა ჩაცმისას მეხევა. არის რაიმე საშუალება, რომ კანის დაზიანებული სტრუქტურა მალე აღვიდგინო?
პასუხი: საპნით დაბანილი და გამშრალებული ფეხისგულები კარგად დაიმუშავეთ აბუსალათინის ზეთით. რეგულარული პროცედურებით ხანმოკლე დროში თქვენი კანი გლუვი და ნაზი გახდება.
კითხვა: ძალიან უხეში წარბები მაქვს, სახლიდან გასვლამდე სულ ვივარცხნი, თუმცა, მალევე კარგავს ფორმას და რა გავაკეთო?
პასუხი: წარბების ფიქსაცია რომ მოახდინოთ, ვაზელინის მცირე რაოდენობა ფრთხილად წაისვით წარბების დაუმორჩილებელ ადგილებზე. ვაზელინი მომენტალურად დააფიქსირებს წარბის ფორმას და მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
კითხვა: არასოდეს გამომიყენებია ტუჩსაცხი და ბალზამი. ახლა, აცივებასთან ერთად, დამეწყო ტუჩის კანის სიმშრალე, რაც ძალიან შემაწუხებელია. რას მირჩევთ?
პასუხი: ვაზელინი ტუჩებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელი და ბალზამია. წაისვით ძილის წინ და ყოველთვის, როცა სიმშრალეს იგრძნობთ. განსხვავებას მალე შეამჩნევთ – ტუჩის კანი რბილი და გლუვი გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან