რჩევები

კითხვა-პასუხი

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 13.01, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: კისრის არეში მაქვს წვრილი მეჭეჭები. არის რაიმე ხალხური და გამოცდილი საშუალება მათ მოსაცილებლად?

პასუხი: არსებობს ბევრი ხალხური, თანაც, საკმაოდ ეფექტური მეთოდი, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია, კანზე პატარა წამონაზარდის, ანუ, ეგრეთ წოდებული, მეჭეჭების მოშორება. თუ ყოველდღიურად მეჭეჭს შუაზე გაჭრილი ახალი ვაშლით დაიმუშავებთ, მეჭეჭი დაიწყებს გამუქებას, ზომაში შემცირებას და შესაძლოა, სულ მალე, მისი კვალიც არ დარჩეს. ასევე, ეფექტურია ვაშლის ძმრის გამოყენება. მეჭეჭი 1 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ დაიმუშავეთ ვაშლის ძმარში დასველებული ბამბით და ხანმოკლე დროში ამ უსიამოვნო პრობლემისგან გათავისუფლდებით.

კითხვა: გადავწყვიტე თმის ფერის შეცვლა და ომბრეს გაკეთება. შევიძინე საღებავი და შეღებვა სახლის პირობებში ვცადე, მაგრამ არ მომეწონა და იმავე დღეს სხვა ფერზე გადავიღებე. საშინლად გამიფუჭდა თმის ხარისხი. ეს საღებავის ბრალია თუ იმის, რომ თმა ზედიზედ შევიღებე?

პასუხი: საკუთარ თმაზე ექსპერიმენტების ჩატარებას კარგი შედეგები არ მოაქვს. როცა ცდილობთ, ომბრე სახლის პირობებში გაიკეთოთ, არასასურველი ფერის მიღებისას კი მეორე კოლოფ საღებავს ყიდულობთ და ისევ იღებავთ, ასე თმა იწვება, ფუჭდება ხარისხი და იწყებს ცვენას. ვიზუალურადაც გაცილებით უარესად გამოიყურება. სჯობს, ეს საქმე სპეციალისტს მიანდოთ და სასურველი თმის ფერი სალონში შეარჩიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი