რჩევები

კითხვა-პასუხი

№52

ავტორი: ანი რევია 11:00 06.01, 2023 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ბოლო დროს კანზე დიდი ზომის მოყავისფრო პიგმენტური ლაქები გამიჩნდა. ძალიან ცუდი შესახედია. თუ არსებობს რაიმე საშუალება მათ გასაღიავებლად ან საერთოდ გასაქრობად, გთხოვთ, მასწავლოთ, რომ სახლის პირობებში ვცადო.

პასუხი: 2 სადილის კოვზ შვრიის ფანტელებს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმლის სოდა, დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა და კარგად შეიზილეთ იმ ადგილებში, სადაც პიგმენტური ლაქებია. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. რეგულარული პროცედურების შედეგად, პიგმენტური ლაქები გაღიავებას დაიწყებს და შესაძლოა, გაქრეს კიდეც.

კითხვა: სახეზე ხშირად მაქვს გამონაყარი. ამას წინათ ვიწვალე, კანი გამიღიზიანდა, დამეწყო შეწითლება და შეშუპება. მეგობარმა მირჩია ასპირინი. მაინტერესებს, როგორ გამოვიყენო და თუ მიშველის?

პასუხი: ასპირინი ნამდვილად დაგეხმარებათ გამონაყრის, შეწითლებისა და შეშუპების სწრაფად დამარცხებაში. დაფქვით ასპირინის ორი აბი და დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. ამ საშუალებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, დაიტოვეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ საპნის გამოყენებით მოიშორეთ.

კითხვა: მაქვს კომბინირებული კანი, ბოლო დროს სახეზე ცხიმიანი ლაქები გამიჩნდა. როგორ მოვიცილო ისინი ბუნებრივი საშუალებებით?

პასუხი: საღამოს მოხარშეთ თეთრი ან ჭრელი ლობიო, დილას კი კარგად ამოზილეთ, ისე, რომ პიურე მომზადდეს. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით თქვენი კანის ტიპისთვის შესაბამისი კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი