რჩევები

კითხვა-პასუხი

№47

ავტორი: ანი რევია 11:00 02.12, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 54 წლის და ამ ბოლო დროს კისრისა და დეკოლტეს ზონაში გამოჩნდა ლაქები, რომელიც დღითი დღე მუქდება. როგორ დავფარო ისინი კოსმეტიკით და კერძოდ, რომლით?

პასუხი: კანზე ლაქების დასაფარავად და შესანიღბად კორექტორი გამოგადგებათ. ის გამოიყენება მუქი წრეების, ასაკობრივი ლაქების, დიდი ფორებისა და სხვა მცირე ნაკლოვანებების დასაფარავად. ზოგადად, კორექტორი ჰგავს ტონალურს, თუმცა უფრო სქელი ტექსტურისაა და სხვადასხვა პიგმენტის დასამალად გამოიყენება. ისევე როგორც ტონალური, კორექტორიც რამდენიმე სახისაა: თხევადი, კრემოვანი და სტიკი. კორექტორი ბაზის შემდეგ, ტონალურამდე უნდა წაისვათ. რაც შეეხება სტრუქტურას: თხევადი კარგია ნორმალური, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისთვის; ადვილად ნაწილდება და გამოგადგებათ სხვადასხვა სიწითლის დასაფარავად. გლუვი დაფარვის მქონე კორექტორი უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი. სტიკი კარგია ნორმალური, მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. მისი სქელი, კრემოვანი ტექსტურა საშუალებას იძლევა, კარგად დაიფაროს პრობლემური ადგილები, განსაკუთრებით კი თვალქვეშა წრეები და ადგილები ცხვირისა და ტუჩის გარშემო. კრემოვანი გამოიყენება ნორმალური, კომბინირებული, მგრძნობიარე ან მშრალი ტიპის კანისთვის. ის იდეალურია თვალქვეშა წრეებისა და სხვადასხვა ლაქის დასაფარავად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი