რჩევები

კითხვა-პასუხი

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 25.11, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაქვს თხელი თმა, ძალიან ცუდად მიჩანს თავის კანი და მუდამ გადაწეული მაქვს. რას მირჩევთ, თმის მოცულობა რომ გაიზარდოს?

პასუხი: ნახევარ ჩაის ჭიქა მუქი ფერის ლუდს დაამატეთ ერთი მწიფე ბანანი, ერთი კვერცხი და ცოტა თაფლი. კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთი ან ორი საათით და შემდეგ თავი თბილი წყლით დაიბანეთ.

კითხვა: ვარ 22 წლის. არასოდეს გამომიყენებია სახის საცხი, რადგან გენეტიკურად ისედაც კარგი კანი მაქვს და ვფიქრობ, არ მჭირდება. მაკიაჟსაც იშვიათად ვიყენებ. მეგობრები მირჩევენ, რომ უკვე დავიწყო სახეზე საცხის გამოყენება, რადგან ასაკის მატებასთან ერთად კანი გამიფუჭდება და თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: ბევრი მიიჩნევს, რომ კანის ასაკობრივი მოვლის დასაწყებად ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. სინამდვილეში, 18 წლის ასაკში დაწყებული კანის მოვლა ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას უზრუნველყოფს და სოლიდურ ასაკშიც, სახის კანს მხოლოდ 25-30 წლის ასაკის შესაბამისი ვიზუალი გექნებათ. ასე რომ, ვინც გირჩევთ საცხის ხმარებას, ნამდვილად უნდა დაუჯეროთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი