რჩევები

კითხვა-პასუხი

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 23.09, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: გასახდომი დიეტის დროს პური მთლიანად უნდა ამოვიღო რაციონიდან თუ თეთრი პური შავით შევცვალო?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ დიეტოლოგების უმრავლესობა დიეტის დაცვის დროს შავ პურს გირჩევთ, უნდა იცოდეთ, რომ შავსა და თეთრ პურს შორის კალორიულობის თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის (100 გრამზე, დაახლოებით, 40 კილოკალორია), ამიტომ დიეტის შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგს არ იძლევა. გარდა ამისა, შავი პური შეიცავს გაცილებით მეტ მარილებს, რაც ორგანიზმში აკავებს სითხეს, ანელებს ცხიმოვან ბალანსს და აძლიერებს მადას. მაგრამ, დიეტის დროს რაციონიდან პურის მთლიანად ამოღებაც არ არის რეკომენდებული, რადგან ეს პროდუქტი შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმს ენერგიით ავსებს. დიეტის დაცვისას სასურველია, მიირთვათ ცეხვილი პური, ორცხობილა ან, ეგრეთ წოდებული, „ხლებცი“, ოღონდ, დღის პირველ ნახევარში, რათა ორგანიზმმა მოასწროს მიღებული კალორიების დაწვა, რაოდენობა კი დღეში 1-2 ნაჭერს არ უნდა აღემატებოდეს.

კითხვა: სახეზე მაქვს წვრილი, ჩირქოვანი გამონაყარი. ექიმთან ვიყავი და მითხრა, კუჭ-ნაწლავის მოქმედება მოიწესრიგე, ნაღვლის ბუშტს მიხედე და დიეტა დაიცავიო. შინაგანი ორგანოების პრობლემები არ მაქვს, დიეტასაც ვიცავ, მაგრამ გამონაყარი ისევ მაქვს. არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ სახე გამეწმინდოს?

პასუხი: ჩირქოვანი გამონაყარი ანუ აკნე, ძირითადად ცხიმიან კანზე ჩნდება. აკნეს მოსარჩენად არ არის საკმარისი რაციონის შეზღუდვა და ცხოვრების წესის შეცვლა. თუ გსურთ, ჯანმრთელი და ლამაზი კანი გქონდეთ, საჭიროა კომპლექსური მოვლა, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს აზელაინის მჟავაზე დამზადებული პრეპარატი, მაგალითად, „სკინორენ გელი“. აზელაინის მჟავა აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს კანის რელიეფს, წმენდს ფორებს და, ასევე აქრობს პიგმენტურ ლაქებსა და ნაწიბურებს. ამ მჟავას მცირეოდენი რაოდენობით შეიცავს ადამიანის ორგანიზმი, ამიტომ ის არ იწვევს ალერგიასა და გვერდით მოვლენებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი