რჩევები

კითხვა-პასუხი

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 05.08

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ ჯანმრთელი, თუმცა ძალიან ფერმკრთალი. როგორ გამოვიცოცხლო სახის ფერი?

პასუხი: ყოველ დილით 15-20 წუთი მაინც ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე, საღამოობით ისეირნეთ, მინიმუმ, ნახევარი საათით. სადილზე მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქა შავი ან წითელი ღვინო, საღამოობით კი – ბროწეულის ან ჭარხლის წვენი. დილის ვარჯიშის შემდეგ, სახე გაიწმინდეთ პიტნის ან გვირილის ნაყენისგან დამზადებული ყინულის კუბიკებით. მიიღეთ ვიტამინები და სვით მწვანე ჩაი.

კითხვა: მაკიაჟს საპნიანი წყლით ვიცილებ. ბოლო დროს კანი მექავება. შეიძლება თუ არა, საპნით დაბანამ სახის კანის ქავილი გამოიწვიოს?

პასუხი: საპნით სახის დაბანა სასურველი არ არის. სახისთვის უნდა გამოიყენოთ სპეციალურად დამზადებული კოსმეტიკური საპონი. საერთოდ, საპონი აშრობს კანს, მით უფრო, თუ ონკანის ხისტი წყლით ჩამოიბანთ. შესაბამისად, საპონმა შეიძლება, კანის დაჭიმვა, გაწითლება და ქავილი გამოიწვიოს. თუ არ გაქვთ კოსმეტიკური საპონი, შეგიძლიათ, ის ჩაანაცვლოთ რბილი მუსით ან გელით.

კითხვა: მირჩიეს, ორგანული კოსმეტიკა იხმარეო და იქნებ მითხრათ, რა არის ორგანული კოსმეტიკა?

პასუხი: ორგანული კოსმეტიკა შეიცავს ხელოვნური კომპონენტების: საღებავების, ესენციებისა და ქიმიური ნივთიერებების მინიმუმს და ნატურალური ნივთიერებების მაქსიმუმს.

კითხვა: კარგა ხანია, 35 წელს გადავაბიჯე, რაც სახის კანსაც აშკარად შეეტყო. ჩემი ყოველდღიური რეჟიმის გამო კოსმეტოლოგთან სიარულს ვერ ვახერხებ, ამიტომ, გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი, რომლის გაკეთებასაც სახლის პირობებში შევძლებ.

პასუხი: პატარა ჯამში ხის კოვზით ასრისეთ 1 კვერცხის გული, შეაზილეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და ამდენივე ზეითუნის ზეთი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაყავით 3 ტოლ ნაწილად. ბამბის ტამპონით ერთი მესამედი წაისვით სახესა და ყელზე, ასევე დეკოლტეზეც. რომ შეშრება, გადაისვით მისი მეორე მესამედი, ისიც რომ შეშრება, დანარჩენი ნაწილიც. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. იგივე ნიღაბი ძალიან ეფექტურია ხელებისთვის. თუ ყოველ საღამოს გაიკეთებთ, ორ კვირაში საკუთარ ხელებს ვეღარ იცნობთ.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნიღაბი ან სკრაბი სახეზე ფორების გასაწმენდად.

პასუხი: 2 ჩაის კოვზი ბრინჯი და 2 ჩაის კოვზი „ჰერკულესი“ დაფქვით ყავის საფქვავში, კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეურიეთ თბილი წყალი მოსქელო მასის მიღებამდე. წაისვით სახესა და ყელზე სქელ ფენად. შეშრობას რომ დაიწყებს, დაისველეთ თითები და რბილი დაწოლით გაიკეთეთ მასაჟი 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო