რჩევები

კითხვა-პასუხი

№24

ავტორი: ანი რევია 11:00 24.06

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: იღლიის არეში ძალიან მომემატა ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი. რა არ ვიხმარე და არ მიშველა. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ 2-3 წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებულ მასას ბლანტი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს. კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით იღლიები, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ მეთოდით საიმედოდ დაიცავთ იღლიებს ჭარბოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან.

კითხვა: საკმაოდ მშრალი სახის კანი მაქვს და მეშინია, ნაადრევი ნაოჭები და აკნე არ გამიჩნდეს. როგორ დავიტენიანო, რომ ამ პრობლემებს ავარიდო თავი?

პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ ერთი კაფსულა E ვიტამინი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით მიიღოთ ბლანტი მასა. კარგად შეიზილეთ სახის კანში და თითის ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მასაჟის შემდეგ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით მოიშორეთ ნარჩენები სახის კანიდან და დაიტანეთ ნებისმიერი მატონიზებელი საშუალება. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ კანის გატუტოვანებას, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ აკნეს, ლაქების გაჩენასა და კანის ნაადრევ დაბერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო