რჩევები

კითხვა-პასუხი

№52

ავტორი: ანი რევია 14:00 31.12, 2020 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

თუკი თავის მშრალი კანი, უხეში თმა და თვალის ქვეშ ჩაშავებული უპეები გაქვთ ან ფრჩხილები ადვილად გტყდებათ, გაეცანით სპეციალისტის რეკომენდაციებს:

კითხვა: მაქვს მშრალი თავის კანი. თმა გამიუხეშდა და უსიცოცხლო გახდა. დამეწყო ცვენაც. მითხრეს, რომ თმის ცვენის შესაჩერებლად, კარგია სუფრის მარილი. როგორ გამოვიყენო ის? და კიდევ, ჩემს დაქალს კი გაუუხეშდა თმა, მაგრამ ცვენა არ აღენიშნება, რას ურჩევთ მას?

პასუხი: დიახ, თმის ცვენის შესაჩერებლად მარილი ეფექტური და მრავალგზის ნაცადი მეთოდია, მშრალი თავის კანის შემთხვევაში. წინასწარ დაიბანეთ თავი შამპუნის გარეშე და შეიზილეთ სუფრის მარილი. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. პროცედურის ხანგრძლივობაა 6 დღე, ყოველდღიურად. ასევე, თუ თქვენს მეგობარს უხეში და უსიცოცხლო თმა აქვს, მაგრამ ცვენა არ აღენიშნება, დაბანისას შამპუნს 2-3 სუფრის კოვზი ზღვის ან სუფრის მარილი შეურიოს და ისე დაიბანოს. თმა ზრდასა და გაჯანსაღებას მალევე დაიწყებს.

კითხვა: თვალის ქვეშ საკმაოდ ჩაშავებული უპეები მაქვს. უკვე დავიღალე ყოველ დილით მათი მაკიაჟით დამალვით და იქნებ, რაიმე სხვა ხერხი არსებობს?

პასუხი: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ქოქოსის კარაქი, დაუმატეთ ყავის ნალექი და წაისვით ის თვალებქვეშ, გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ჩაშავებულ უპეებს მთელი დღით დაემშვიდობეთ.

კითხვა: საკმაოდ ძლიერი ფრჩხილები მქონდა, თუმცა, ამ ბოლო დროს ბევრი ქიმიური საშუალების გამოყენება მიწევს, ხელთათმანებს კი ვერ ვხმარობ და ფრჩხილებიც მტვრევადი გახდა. რა დამეხმარება მათ გამაგრებაში?

პასუხი: მტვრევადი ფრჩხილები დიასახლისების უმრავლესობის პრობლემაა. აიღეთ 1:1 პროპორციით ქოქოსის კარაქი, თაფლი და არომატისთვის – ლავანდის რამდენიმე წვეთი. ჩაასხით ის ფრჩხილის ლაქში ან, უბრალოდ, წაისვით და გაიჩერეთ მცირე დროით ფრჩხილებზე. ამ მეთოდით ფრჩხილების გამაგრება გარანტირებული გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი