რჩევები

კითხვა-პასუხი

№3

ავტორი: ანი რევია 11:00 28.01, 2022 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 23 წლის და ჩემს ყველა მეგობარ გოგონას უკვე გაუჩნდა წვრილი ნაოჭები სახის სხვადასხვა არეში. წლებთან ერთად კანი ელასტიკურობას კარგავს და ნაოჭიც ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ იქნებ მირჩიოთ, როგორ დავაღწიო თავი ამ ასაკში, ნაადრევად, ნაოჭების გაჩენას?

პასუხი: პირველი ნაოჭები, საშუალოდ, ოცი წლის ასაკიდან ჩნდება. ასეთ დროს კანი დამატებით დატენიანებას საჭიროებს, რადგან მასში ჰიალურონის მჟავის დონე მცირეა. სწორედ, ჰიალურონის მჟავაა პასუხისმგებელი ტენის შეგროვებასა და შენარჩუნებაზე, ამიტომ საჭიროა ჰიალურონის მჟავის ან ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის შემცველი კრემის გამოყენება. კრემი, რა თქმა უნდა, კანის ტიპის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. თვალის გარშემო კრემი დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა წაისვათ, რათა კანმა კარგად შეიწოვოს და არ შეშუპდეს. ასევე, კარგი დამატენიანებელი ეფექტი აქვს ბიორევიტალიზაციას, ანუ ჰიალურონის მჟავის შეყვანას კანში ინიექციური გზით.

კითხვა: სახის კანს იშვიათად ვიწმინდავ. ვფიქრობ, არ ვსაჭიროებ. არადა, მითხრეს, რომ კანის ხშირად წმენდა აუცილებელია. მართლა ასეა?

პასუხი: კანის გაწმენდა საჭიროა დღეში ორჯერ: დილითა და საღამოს, ძილის წინ, ამასთან, მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის შესაბამისი საშუალებით.

კითხვა: საშინლად მისკდება ტუჩები და შემდეგ მეწვის. იქნებ მირჩიოთ, რა მოვუხერხო ამ პრობლემას?

პასუხი: აუცილებელია ვაზელინის ან აბუსალათინის ზეთის საფუძველზე დამზადებული ტუჩის ბალზამის გამოყენება. კარგია, ასევე, თაფლის, ხაჭოს ნიღბის გაკეთება, ბალზამის ან ჰიგიენური ტუჩსაცხის გამოყენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი