რჩევები

კითხვა-პასუხი

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 26.11, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რა ვიხმარო ზამთრის პერიოდში, რომ სახე არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ტენიანობა?

პასუხი: კანის დატენიანებისთვის ისეთი პროდუქტები შეარჩიეთ, რომელშიც კოლაგენი, ალოე და სხვა სუპერ დამატენიანებელი ინგრედიენტები იქნება, რადგან ცივ სეზონზე კანი შრება და მის დასაცავად, ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.

კითხვა: ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ფრჩხილებმა ფერი შეიცვალა, დასუსტდა და მტვრევადი გახდა. ასევე, ხელის კანიც ცოტა მოეშვა და უსიამოვნო შესახედია. იქნებ, რაიმე საშუალება მასწავლოთ, რომელსაც სახლში მარტივად მოვამზადებ და შესაბამის პროცედურებს ჩავიტარებ?

პასუხი: თუ გსურთ ლამაზი, მოვლილი ხელები და ფრჩხილები გქონდეთ, ამაში ლიმონი და ზეთი დაგეხმარებათ. 50 მილილიტრ ზეითუნის ზეთს დაამატეთ 10 წვეთი ლიმონის წვენი და ძილის წინ ხელებსა და ფრჩხილებზე შეიზილეთ. შემდეგ ჩაიცვით ნატურალური ბამბის ხელთათმანები და დაიძინეთ. შედეგს დილითვე ნახავთ. ასევე, თბილ ზეთში დაამატეთ ლიმონის წვენი და 1 ამპულა A ვიტამინი. ამ ნარევში ჩაყავით თითები ყოველდღე 20 წუთით. აგრეთვე კარგია: 10-15 წუთით თითების გაჩერება 2 სადილის კოვზ ზეთისა და 1 ჩაის ჭიქა მწვანე ჩაის ნარევში. ეს პროცედურა დღეგამოშვებით ჩაიტარეთ, პროფილაქტიკისთვის კი, კვირაში ერთხელაა რეკომენდებული.

კითხვა: ადრე ვხმარობდი ლიმონისა და ქოქოსის დამატენიანებელ კრემს, რომელიც ძალიან უხდებოდა ჩემს კომბინირებულ კანს და ახლა ვერსად ვიშოვე. ამ ბოლო დროს დეფიციტშიაო. თუ შემიძლია ამ ორი ინგრედიენტით თავად მოვამზადო საცხი სახლის პირობებში?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრივი ინგრედიენტები საუკეთესოა სილამაზის შესანარჩუნებლად. ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არამხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, ის შესანიშნავად მოქმედებს როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი