რჩევები

კითხვა-პასუხი

№45

ავტორი: ანი რევია 11:00 19.11

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რა ვიხმარო ზამთრის პერიოდში, რომ სახე არ გამოშრეს და შეინარჩუნოს ტენიანობა?

პასუხი: კანის დატენიანებისთვის ისეთი პროდუქტები შეარჩიეთ, რომელშიც კოლაგენი, ალოე და სხვა სუპერ დამატენიანებელი ინგრედიენტები იქნება, რადგან ცივ სეზონზე კანი შრება და მის დასაცავად, ძლიერი დამატენიანებელია საჭირო.

კითხვა: ვხმარობ თმის ნიღაბს ყოველი დაბანისას. ცივ სეზონზე რა საშუალებების გამოყენებაა თმის დასაცავად უკეთესი?

პასუხი: მხოლოდ ნიღაბი და დაბანის დროს დატენიანება საკმარისი არაა, საჭიროა, ზამთრის დადგომამდე თმას დამატებით მსუბუქი ზეთებიც დაახმაროთ - მაგალითად: არგანი, ჟოჟობა ყველა ის ზეთი, რომელიც თმის ბოლოებსა და ძირებს გაამაგრებს.

კითხვა: ადრე ვხმარობდი ლიმონისა და ქოქოსის დამატენიანებელ კრემს, რომელიც ძალიან უხდებოდა ჩემს კომბინირებულ კანს და ახლა ვერსად ვიშოვე. ამ ბოლო დროს დეფიციტშიაო. თუ შემიძლია ამ ორი ინგრედიენტით თავად მოვამზადო საცხი სახლის პირობებში?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრივი ინგრედიენტები საუკეთესოა სილამაზის შესანარჩუნებლად. ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არამხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, ის შესანიშნავად მოქმედებს როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...