რჩევები

კითხვა-პასუხი

№34

ავტორი: ანი რევია 11:00 03.09, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ქუსლებზე კანი დამისკდა, მექერცლება და საკმაოდ ცუდი შესახედია. შემიძლია, სახლის პირობებში რამე მოვიმოქმედო?

პასუხი: ძალიან გიშველით ცხიმიანი ხაჭოს, სტაფილოს წვენისა და რძის ნიღაბი – თანაბარი პროპორციებით აურიეთ ყველა ინგრედიენტი, წაისვით ქუსლებზე და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კითხვა: ჯერ არ მაქვს ის ასაკი, რომ კანმა ელასტიკურობა დაკარგოს და ნაოჭები გამიჩნდეს. თუმცა, შევამჩნიე, რომ წვრილ-წვრილი უკვე მაქვს. რაიმე საშუალება არსებობს, რომ სახლის პირობებში მოვამზადო და ეს პროცესი შევაჩერო?

პასუხი: კანი ელასტიკური და ახალგაზრდა რომ დარჩეს, არაჟნისა და კურკუმას ნიღაბი გაიკეთეთ – ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა შეურიეთ 2 სუფრის კოვზ არაჟანს და სახეზე ძილის წინ წაისვით. 10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კითხვა: ძალიან მიცხიმიანდება კანი. არსებობს ისეთი ნიღაბი,. რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან მზადდება და ამ სიპრიალეს გააქრობს? ზოგადად, მაქვს კომბინირებული სახის კანი.

პასუხი: ცხიმიანი და კომბინირებული კანი ნაკლებად იპრიალებს, თუ დილაობით ლობიოს ნიღაბს გაიკეთებთ. თეთრი ან ჭრელი ლობიო ღამით დაალბეთ, დილით პიურედ აქციეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კითხვა: თმა ქერად მაქვს შეღებილი. სამწუხაროდ, შეღებვიდან მალევე კარგავს ბზინვარებას და ხუნდება. ხშირად ვხმარობ თმის გამაშრობელ-გამასწორებელს. შეიძლება, ამის ბრალი იყოს?

პასუხი: ქერა და ბაცი თმის ტონები, ყოველთვის განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმის ფერი, თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია ტონირება. მათი გამოყენებით არა მარტო მდგრად და მკვეთრ შეფერილობას მიიღებთ, არამედ რბილ და მოვლილ თმასაც. შეარჩიეთ დაბალი PH დონის შემცველი საღებავი სპეციალური კომპონენტებით, რომელიც შეღებილი თმისთვის არის განკუთვნილი. თუ არის საშუალება, კარგი იქნება, უარი თქვათ თმის საშრობებზე, რადგან ის აქრობს პიგმენტს თმიდან. შედეგად მკრთალი ხდება თმის ღერები და სიმკვეთრეც იკარგება. თუკი იყენებთ თმის უთოებს, არ დაგავიწყდეთ თავდაპირველად თერმოდამცავი ფენის შექმნა სხვადასხვა სპრეის მეშვეობით. გადაინაწილეთ თმაზე თანაბრად და შეუდექით გასწორებას. სპრეი იცავს თმას თერმული დაზიანებისგან, უბრუნებს ბზინვარებას და ჯანსაღ იერს. თმის მოვლის საშუალება, აუცილებლად დამატენიანებლით უნდა იყოს გაჯერებული, როგორიცაა ლიპიდები და პროტეინები, რომლებიც თმას გაამაგრებს. ყურადღება გაამახვილეთ PH დონის შემცველობაზე. შამპუნი, კონდიციონერი, ნიღაბი, ზეთები თმის მოვლის რუტინაში ყველა ქერათმიანმა უნდა გამოიყენოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი