რჩევები

კითხვა-პასუხი

№28

ავტორი: ანი რევია 11:00 23.07, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მზეზე ყოფნისას მიჩნდება პიგმენტური ლაქები და კანი რაღაცნაირად ჭკნება. ზოგადად, მშრალი კანი მაქვს, მაგრამ არ ვხმარობ მზისგან კანის დამცავ საშუალებებს. რას მირჩევთ?

პასუხი: გირჩევთ, არ გახვიდეთ სახლიდან მულტიდამცავი საშუალებების გარეშე, რადგან, მხოლოდ SPF დაიცავს თქვენს კანს მავნე ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან, პიგმენტური ლაქებისგან და ნაადრევი სიბერისგან.

კითხვა: ტუჩსაცხებს არ ვხმარობ, ზაფხულის სიცხეში ტუჩებს სჭირდება დაცვა?

პასუხი: მზე სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად ტუჩებს წვავს. მაღალი SPF-ის მქონე ბალზამი დაარბილებს მათ და დაიცავს დაზიანებისგან.

კითხვა: ვხმარობ სახის კანის დამცავ სპრეის და ტონიკებს. ოთახის ტემპერატურაზე შევინახო ისინი თუ მაცივარში?

პასუხი: სახის სპრეი და ტონიკი უმჯობესია, მაცივარში შეინახოთ. ასე უფრო ეფექტურად იმოქმედებენ, მეტად გაახალისებენ კანს და სიცხისგანაც დაიცავენ.

კითხვა: ზღვაზე გარუჯვისას ცოტა დავიწვი, ამეწვა თავის კანი და შევამჩნიე, რომ ქერტლი გამიჩნდა. შეიძლება, ეს რუჯის მიღების ბრალი იყოს?

პასუხი: დიახ, მზის დამწვრობა თავის არეში ნამდვილად მტკივნეულია და შესაძლოა კანიც აგექერცლოთ. აუცილებლად დაიმუშავეთ თმის გამყოფი ხაზი მზის დამცავი საშუალებით. განსაკუთრებულ მზიან დღეებში ატარეთ თავსაბურავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი