რჩევები

კითხვა-პასუხი

№37

ავტორი: ანი რევია 46 წუთის წინ

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: რა არ ვიხმარე და ფეხის ქუსლები ვერ დავარბილე და ვერც გლუვი გავხადე. თუ არის რაიმე საშუალება, რაც ამ პრობლემას ადვილად მომიგვარებს?

პასუხი: თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, არც ავიტამინოზი და მიუხედავად ამისა, ქუსლები მაინც ისე არ გამოიყურება, როგორც თქვენ გსურთ, მაშინ ამ პრობლების მოსაგვარებლად შეგიძლიათ, შინაურული მეთოდები გამოიყენოთ. მოვლის ეს ხერხი არ არის ძვირი, ამასთან, ქუსლები და ტერფი ხდება ბევრად ნაზი და რბილი. გარდა ამისა, იკურნება ნახეთქები და ბებერები. პროცედურა გააკეთეთ საღამოს. ჯამში ჩაასხით 1,5 ლიტრი თბილი წყალი, დაამატეთ 4 სადილის კოვზი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი და ჩააწყვეთ ფეხები. რამდენიმე წუთის შემდეგ, ამოიღეთ ფეხები წყლიდან და ქუსლები სპეციალური სახეხით გაისუფთავეთ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. პროცედურის შემდეგ, გლიცერინისა და ძმრის ხსნარი (შეურიეთ ერთმანეთს 3 სადილის კოვზი გლიცერინი და 1 ჩაის კოვზი ძმარი) წაისვით ქუსლებზე. ჩაიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ. დილით, გაღვიძებისას, ფეხები კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 1-2-ჯერ და შედეგს უმოკლეს დროში ნახავთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი