რჩევები

კითხვაპასუხი

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 09.04, 2021 წელი

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ტუჩები მისკდება. დედა დერმატოლოგი მყავს და ვაზელინის წასმას მაძალებს. არადა, არ მიყვარს მისი სუნი და გემო. რა შეიძლება, გავაკეთო?

 

პასუხი: აიღეთ შოკოლადის ნატეხი, ჩადეთ ვაზელინში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში, სანამ შოკოლადი არ გადნება. ამ წესით, ვაზელინის შემცველი, შოკოლადის გემოსა და სუნის მქონე ტუჩსაცხი გექნებათ.

კითხვა: ღამით ყოველთვის ვიკეთებ ძილის ნიღაბს, მიჭირს მის გარეშე დაძინება. ეს საშიში ხომ არ არის თვალის კანისთვის? ასე მგონია, ის რომ მიკეთია, კანი არ სუნთქავს და მეშინია, ნაოჭები არ გამიჩნდეს. თვალის გარშემო ყოველ საღამოს ვისვამ დამატენიენებელ კრემს.

პასუხი: ძილის ნიღაბი თვალის გარშემო წასმულ დამატენიანებელ კრემს არ იწოვს. პირიქით, ეხმარება კანს, უკეთ შეაღწიოს მასში და ტენიანობა მთელი ღამით უცვლელად შეინარჩუნოს. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანს თვალის გარშემო ყველაზე ნაზი კანი აქვს, ამიტომ კარგია აბრეშუმის ძილის ნიღაბი. ის, თვალს გაღიზიანებისგან იცავს, ამშვიდებს გამოუძინებელ კანს და ტენიანობასაც უნარჩუნებს.

კითხვა: მზისგან დამცავ საცხს მხოლოდ სახეზე ვისვამ. ხელის კანისთვისაც საჭიროა?

პასუხი: რასაკვირველია, თუ გსურთ დიდხანს გქონდეთ ხელის კანი მოვლილი და მზის გამოსხივებამაც ვერ მოახდინოს მასზე ნეგატიური ზემოქმედება, მზისგან დამცავი საცხი ხელებზეც წაისვით.

კითხვა: წარბის გაკეთების წინ სახის დაბანა აუცილებელია? ამ პროცედურის შემდეგ დიდხანს გამყვება გაწითლდებული კანი და კონსელერით მისი დაფარვა მიწევს.

პასუხი: წარბები უნდა გაიკეთოთ საღამოს, სახის დაბანის შემდეგ. ასე ბაქტერიების გამრავლებას აიცილებთ და სიწითლის კონსილერით დაფარვაც აღარ მოგიწევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი