კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00

კითხვა: ძალიან მშრალი კანი მაქვს. რას მირჩევთ, როგორ დავიტენიანო სახლის პირობებში და რომელი კრემები გამოვიყენო?
პასუხი: მშრალ კანს აქვს სუსტი ჰიდროლიპიდური ბარიერი. მისი ცხიმოვანი ჯირკვლები არაა აქტიური. ამიტომ, აარჩიეთ კრემები, სადაც არის ლიპიდები, მცენარეული კოსმეტიკური ზეთები, ცერამიდები. გამოიყენეთ მაღალი SPF-ის მქონე დამცავი საშუალება. შეარჩიეთ შედარებით რბილი გამწმენდი და ერიდეთ აგრესიულ სკრაბებს. მშრალ კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება დამატენიანებელი ნიღაბი. ასეთს კი ბანანის, ხაჭოსა და არაჟნის ნებისმიერი კონცენტრაციით მიიღებთ. ასევე, უნდა სვათ, დღეში 2 ლიტრი სითხე, იხმაროთ აქტიური კოსმეტიკა, რომელიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ შრეს და ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას. ასეთია დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. ეს კოსმეტიკა, ასევე, ებრძვის ფოტოდაბერების პროცესს. ხშირად არ გაიკეთოთ ძლიერი პილინგი.
კითხვა: როგორი კანისთვის არის კარგი ყურძნის წიპწის ზეთი?
პასუხი: ყურძნის წიპწის ზეთი იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი ან აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.
კითხვა: ფრჩხილის ბაზის გამოყენება სამკურნალოა თუ, უბრალოდ, ლაქის მდგრადობაზეა ორიენტირებული?
პასუხი: ფრჩხილების გასუფთავებისა და მათთვის სასურველი ფორმის მიცემის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სწორედ ბაზის წასმაა. ბაზა თქვენს ლაქს უფრო მდგრადს გახდის და ფრჩხილებს პიგმენტური ლაქებისგანაც დაიცავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან