რჩევები
კითხვა-პასუხი
№16
ავტორი: ანი რევია 11:00 02.05

კითხვა: ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ სრულფასოვანი გამოძინებისა და დასვენებისთვის ადამიანმა დღე-ღამის განმავლობაში რვა საათი უნდა იძინოსო. ასევე, გავიგე, რომ რვასაათიანი ძილი წონის კლებასაც უწყობს ხელს. ეს სიმრთლეა?
პასუხი: დღეში რვა საათი ძილი აუცილებელია. თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმ, ექვსი საათი მაინც უნდა ვიძინოთ. რაც შეეხება წონაში კლებას და ამასთან ძილის კავშირს, ერთი მხრივ, როცა გვძინავს, არ ვჭამთ და ნაკლებ კალორიას მოვიხმართ; მეორე მხრივ, ძილის ქრონიკული ნაკლებობისას ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ენერგიაც ნაკლებად იხარჯება, ესე იგი, წონაც არ იკლებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან