რჩევები

კითხვა-პასუხი

№13

ავტორი: ანი რევია 11:00 11.04

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: წონაში დაკლების მიზნით, ხშირად ვშიმშილობ. მირჩიეს, უარი ვთქვა საუზმეზე. რამდენად მიზანშეწონილია ასე დაკლება და თუ აისახება ეს ჩემn სხეულის მასაზე?

პასუხი: ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები წონაში დაკლების მიზნით უშვებენ, შიმშილია. ჯერ ერთი, შიმშილი არ მოიტანს შედეგს და მეორე, ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მეორე შეცდომაა, საუზმეზე უარის თქმა. იმისთვის, რომ დილის შიმშილი იგრძნოთ, საჭიროა ღამით მხოლოდ მსუბუქი საკვები მიირთვათ. ამასთანავე, ძილის წინ მსუბუქად ივარჯიშოთ. დილას აუცილებლად მოიმატებს მადა და ეს ჯანმრთელობასა და წონაზეც აისახება.

კითხვა: ხშირად ვიწმენდ სახის კანს და ვიბან ცივი წყლით. ახლახან გავიგე, რომ ეს აზიანებს სახის კანს. თუ ეს მართალია, რა სიხშირითაა ამ პროცედურის ჩატარება უსაფრთხო?

პასუხი: კანის გაწმენდა დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, ძილის წინ არის საჭირო, ამასთან, მხოლოდ თქვენი ტიპის კანისთვის შესაბამისი საშუალებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კანზე, არასაკმარისი წყლის მიღებაა. დღეში, დაახლოებით, ორ ლიტრამდე წყალი უნდა დალიოთ. წყალი სხეულიდან ტოქსინებს დევნის. გაითვალისწინეთ, რომ ჩაი, ყავა და სხვა წვენები წყალს ვერ ჩაანაცვლებს. კანზე ცუდად მოქმედებს მზის სხივები, მოწევა, კოფეინისა და შაქრის დიდი რაოდენობით მიღება. ასევე, საზიანოა ცხელი წყლის ზემოქმედება კანზე. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა, ან პირიქით, მისი გაცხიმიანება. ამიტომ, გამოიყენეთ თბილი ან გრილი წყალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა