კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 11:00 28.03

კითხვა: მაქვს ტალღოვანი თმა და თითქმის ყოველდღიურად ვისწორებ სახლის პირობებში. ბოლო დროს, შევამჩნიე, რომ თმის სტრუქტურა გამიფუჭდა. როგორ გავისწორო ისე, რომ თმა არ დამიზიანდეს?
პასუხი: ხშირი გასწორებებისას თმა ზიანდება, ხდება უსიცოცხლო და მტვრევადი. თმის სიპრიალე და სიჯანსაღე პირდაპირაა დამოკიდებული მის მოვლაზე. თმა აფუებული, დატეხილი, სინოტივის უკმარისობის გამო ხდება. ამიტომ, თმის ყოველი დაბანის შემდეგ, გამოიყენეთ დამატენიანებელი კონდიციონერი. კვირაში 2-ჯერ კი გაიკეთეთ თმის ინტენსიური მკვებავი ნიღაბი. თმის გასასწორებლად მაღალი ტემპერატურაა საჭირო, მაგრამ ძლიერი და ხშირი გადახურების გამო თმა შრება და უსიცოცხლო ხდება. ამიტომ, შეიძინეთ ფენი ან უთო თერმორეგულატორით და კერამიკული ზედაპირით. ასე თავიდან აიცილებთ თმის დაწვას. გასწორება ყოველთვის კარგად გამშრალ თმაზე დაიწყეთ. სველი თმის გასწორებისას დიდი შანსია, ის დაიზიანოთ. იყიდება თმის გარსის მექანიკური დაზიანებისგან დამცავი უამრავი სპრეი და ქაფი. დავარცხნამდე აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალებები და ამით ვარცხნილობასაც დაიფიქსირებთ. გასწორების დაწყებამდე გაინაწილეთ თმა რამდენიმე თხელ სეგმენტად. ასე, ბევრად კარგ შედეგს მიიღებთ. ყოველი ხმარების შემდეგ, გულმოდგინედ გაწმინდეთ თმის უთოს პლატინები.
კითხვა: იწვევს თუ არა ბევრი შოკოლადის ჭამა კანზე გამონაყარს და შეუძლია თუ არა მას სახის კანის მდგომარეობის გაუარესება?
პასუხი: შოკოლადი გამონაყრის ინტენსივობაზე არ მოქმედებს, თუმცა კვების არასწორ რეჟიმს შეუძლია, სახის კანის მდგომარეობის გაუარესება. ასე რომ, მიირთვით შოკოლადი, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან