რჩევები

კითხვა-პასუხი

№10

ავტორი: ანი რევია 11:00 21.03

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: არ ვხმარობ პომადას და როგორ მოვუარო და დავიცვა ტუჩის კანი სიცივეში გამოშრობისა და დასკდომისგან?

პასუხი: შემოგთავაზებთ, რამდენიმე უმარტივეს და საოცრად ეფექტურ რეცეპტს. 1. შაქრის სკრაბი – მოათავსეთ ცოტა შაქარი ლამბაქზე და შეურიეთ ზეითუნის ზეთი. აურიეთ კარგად და მიღებული მასით ნაზად დაიზილეთ ტუჩები. გაიჩერეთ სკრაბი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის ბოლოს ჩამობანილ და შემშრალებულ ტუჩზე აუცილებლად წაისვით ჰიგიენური პომადა ან ვაზელინი. 2. თაფლის ნიღაბი – ტუჩს მეტად არბილებს და გლუვს ხდის თაფლისა და ვაზელინის კომბინაცია. გაიჩერეთ ტუჩზე აღნიშნული ნარევი 10-15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით მოიშორეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ერთი კვირის განმავლობაში და შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. 3. ლიმონისა და შაქრის ნიღაბი – კარგად აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში, დაიტანეთ ტუჩზე და გაინაწილეთ თითის წრიული მოძრაობით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ჰიგიენური პომადა ან ვაზელინი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა