რჩევები

კითხვა-პასუხი

№49

ავტორი: ანი რევია 11:00 13.12

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, დღეში რამდენჯერ არის რეკომენდებული კბილების გამოხეხვა და ზოგადად, როგორ მოვიშორო უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან?

პასუხი: დღეში პირის ღრუს ორჯერ მაინც უნდა იწმენდდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ კბილებს, არამედ ღრძილებს, ენასა და მთლიანად პირის ღრუს. გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი თვეში ერთხელ. უსიამოვნო სუნს კი პირის სიმშრალე იწვევს. აუცილებელია, რომ სისტემატურად ხდებოდეს ნერწყვის გამოყოფა. ნერწვის გამოყოფის სტიმულირებისთვის კარგია საღეჭი რეზინი. ხშირად დალიეთ წყალი და უგაზო სასმელი. წყალი არა მარტო პირის ღრუს, მთლიანად ორგანიზმს დაატენიანებს და ნადებსაც ჩარეცხავს. არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად: ოხრახუში, დარიჩინი, კამის თესლი. ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული. გამოიყენეთ ენის საწმენდი, რომლითაც მის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს მოიშორებთ. ნუ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა არომატული საშუალებით. ეს პრობლემას დროებით გადაჭრის. მთავარია, დაადგინოთ, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება.

კითხვა: სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილი მაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიშორო. მაქვს ცხიმიანი კანი. მართალია, რომ ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ წერტილების გამრავლებას?

პასუხი: ცხიმიან კანს უფრო ფართო ფორები აქვს, ვიდრე მშრალს. მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება შავი წერტილები ანუ კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები. დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს, ასევე, აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სადილის კოვზი, რომელსაც უმატებთ იმდენ თბილ წყალს, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა. წაისვით ეს მასა სახესა და კისერზე და როცა შეშრება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რაც შეეხება ყავას, ის არ უწყობს ხელს კანზე შავი წერტილების გაჩენას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა