კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 12:30 29.11
კითხვა: მიყვარს ცხელი აბაზანის მიღება და ეს კანს რაიმე პრობლემას ხომ არ უქმნის? და კიდევ, რამდენად მისაღებია ზამთარში კონტრასტული შხაპი?
პასუხი: ცხელი შხაპი კანს ძალიან აშრობს, რადგანაც ამ დროს სისხლძარღვები ფართოვდება და შედეგად კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებიც იკარგება. ცხელი შხაპი უკუნაჩვენებია ცხიმიანი კანის მქონეთათვისაც კი. მსგავსი არასასურველი გავლენა აქვს კანზე ცივ წყალსაც, რასაც, საბოლოოდ, კანის სიმშრალემდე მივყავართ. ამიტომ შეეცადეთ, წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურასთან მიახლოებული იყოს. რაც შეეხება კონტრასტულ შხაპს, შეგიძლიათ, ეს პროცედურა ზამთარშიც თავისუფლად ჩაიტაროთ. ის ძალიან ეფექტურია და კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ კონტრასტული შხაპი საღამოს უნდა მიიღო და არა დილას. წყლის პროცედურების შემდეგ, გამოიყენეთ სპეციალური ლოსიონი ან ზეთი. თუ ზამთარში კანი მეტისმეტად გიშრებათ, ყურადღება მიაქციეთ გამოყენებული საშუალების შემადგენლობას. უკეთესი იქნება, თუ ლოსიონი ვიტამინების ნარევსა და სხვადასხვა მცენარის ზეთს შეიცავს. თუმცა, მხოლოდ ლოსიონები და ნიღბები საკმარისი არ არის. კანს შიგნიდანაც უნდა მივეხმაროთ. ამისთვის კი არსებობს ყველაზე მარტივი გზა – ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სითხის, 2 ლიტრამდე წყლის მიღება. წყალი მინერალურ ბალანსსაც აღგიდგენთ, ნაოჭებისაგანაც დაგიცავთ და სიმხნევესაც შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან