რჩევები

კითხვა-პასუხი

№46

ავტორი: ანი რევია 11:00 22.11

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: პარსვის შემდეგ ფეხის კანი მიღიზიანდება – მიწითლდება და მაყრის. რა გამოვიყენო, რა მიშველის, რას მირჩევთ?

პასუხი: თუ პარსვის შემდეგ კანი გიწითლდება და გაყრით, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. ეს გააქრობს სიწითლეს. ამ ფუნქციას ვაზელინიც მშვენივრად ითავსებს.

კითხვა: ზაფხულში მსგავსი პრობლემა არ მაწუხებს, ხოლო ცივ სეზონზე ხელის კანი მიუხეშდება და მექერცლება. დაწოლის წინ, ყოველთვის ვისვამ კრემს, თუმცა არ მშველის. არის თუ არა ეს, ხელების ხშირად დაბანის მიზეზი?

პასუხი: ზამთარში ხელის კანი ყინვისგან იქერცლება, წითლდება და სკდება, ამიტომაც საღამოს მხოლოდ კრემის წასმა საკმარისი არაა. საცხი უნდა დავიტანოთ ხელებზე დღეში რამდენჯერმე, სასურველია, წყალთან ყოველი კონტაქტის შემდეგ. ეცადეთ, არ დაიბანოთ ხელი უშუალოდ ქუჩაში გასვლის წინ და ხელის საცხსაც ნუ დაივიწყებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა