რჩევები

კითხვა-პასუხი

№43

ავტორი: ანი რევია 11:00 01.11

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ვარ 24 წლის. ვიცი ადრეა, მაგრამ სახისა და ყელის მიდამოებში გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. უამრავი კოსმეტიკური საშუალება ვცადე, მაგრამ შედეგს ვერ ვამჩნევ. იქნებ რამე შინაური ნაცადი მეთოდი მირჩიოთ მათ საწინააღმდეგოდ?

პასუხი: ნაოჭების წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია არაჟნისა და სტაფილოს ნიღაბი. ის არა მხოლოდ წვრილ ნაოჭებს ასწორებს, არამედ სახესა და ყელზე ღრმა ნაოჭებსაც შეამცირებს. კანი გახდება რბილი, გლუვი და ნაზი. დაგჭირდებათ: 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი (სახამებელი), ნახევარი სადილის კოვზი ცივი წყალი, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 5 სადილის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი და 1 სადილის კოვზი ცხიმიანი არაჟანი. ჯამში ჩაასხით გრილი წყალი, ჩაყარეთ კარტოფილის ფქვილი და კარგად მოურიეთ, ისე, რომ ბოლომდე გაიხსნას. შემდეგ, დაუმატეთ ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და ადუღეთ, თან განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ არ გასქელდება. გადმოიღეთ ჯამი ცეცხლიდან, დაუმატეთ სტაფილოს წვენი და არაჟანი. კარგად აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი თხელ ფენად სახესა და ყელზე. 25-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, ოღონდ არაუმეტეს 3 დღისა. კურსი 6-დღიანია. გაიკეთეთ ყოველდღე, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

კითხვა: რამდენიმე წელია, ძალიან გამიცხიმიანდა თმა. ფაქტობრივად, ყოველ დილა-საღამოს ვიბან, რადგან საშინელი შესახედია და რას მირჩევთ, რომ ოდნავ მაინც მიშველოს?

პასუხი: აფთიაქში შეიძინეთ ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ.

კითხვა: ქუსლებზე კანი ისე გამიუხეშდა, რომ ვიზუალურ საშინელ შესახედაობას რომ თავი დავანებოთ, უკვე შემაწუხებელია. არადა, ეს პრობლემა არასოდეს მაწუხებდა და რა გავაკეთო? აქვე გეტყვით, რომ ვიყენებ კრემებს, რომელიც არ მშველის.

პასუხი: ღამით, დაწოლამდე, დაიბანეთ ფეხები. კარგად გაიმშრალეთ. გამომშრალ, გაუხეშებულ ქუსლებზე წაისვით ზეითუნის ზეთი და ამოიცვით ბამბის წინდები. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველ საღამოს და კვირის ბოლოს შენიშნავთ, რომ კანი გაუმჯობესდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა