რჩევები

კითხვა-პასუხი

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 20.09

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: არ მაქვს ცუდი ხარისხის თმა. თუმცა, სეზონურად მეწყება თმის ცვენა, განსაკუთრებით ზამთარში. თანაც, მშობიარობის მერე კიდევ უფრო გამძაფრდა. რა გავაკეთო მის შესაჩერებლად?

პასუხი: ზოგადად, ზამთარი უარყოფითად მოქმედებს თმის ღერის სტრუქტურაზე. თმის ცვენა ორსულობის შემდგომ პერიოდში იცის. გირჩევთ, თმის სწრაფად მოქმედი ნიღბის რეცეპტს, რომლის მომზადებას თავადაც შეძლებთ. საჭირო ინგრედიენტებია: 1 სადილის კოვზი ხახვის წვენი (გახეხეთ და შემდეგ გაწურეთ), 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი ოროვანდის ზეთი, რომელიც აფთიაქში იყიდება. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მიღებული თხევადი მასა თმის ძირებში შეიზილეთ. რაც დარჩება, მთელ თმაზე წაისვით. დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. ერთი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა თავიდან კვირაში 2-ჯერ 2 კვირის განმავლობაში გააკეთეთ, შემდეგ კი – კვირაში ერთხელ. კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა